in

Golf 50 წლის ხდება — Volkswagen-ის კამპანია

აქვეა ახალი გოლფიც…

Golf რომ უკვე 50 წლის ხდება, იცოდით? ზუსტად ამ ამბის აღსანიშნად Volkswagen-მა ახალი გოლფი და შემდგომ, DDB Paris-თან ერთად, ახალი კამპანია შემოგვთავაზა. ჩათვალეთ, რომ 50-წლიანი მოგზაურობაა 70 წამში ჩატეული, რომელიც 1974 წლიდან დღემდე განვლილ ევოლუციას ასახავს… მოგზაურობაა დროსა და მოგონებებში.

BOG

Made by Life. Made for Life ხაზს უსვამს იმ ფაქტზე, რომ მილიონობით მძღოლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით Golf ცხოვრებისეული პროგრესის განსახიერებაა. ფილმშიც ახალგაზრდა ქალის ამბავს გვიყვებიან, რომელიც თავისი პირველი 1974-წლიანი მანქანით მოძრაობს და მასთან ერთად იზრდება. ისე ხდება, რომ მისი შვილის ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც ხდება. ასე კი სურთ, გვითხრან, რომ ბოლო 5 ათწლეულია, გოლფი თაობიდან თაობას გადაეცემა.

 

ვოლკსვაგენის ბრიფზე მუშაობა ყოველთვის სიამაყის მომგვრელია DDB Paris-ში. ამ კამპანიისთვის ვეცადეთ, გოლფის 50-წლიანი ისტორიის შეგრძნება დაგვეფიქსირებინა, რათა მოგვეყოლა უნივერსალური, ადამიანური ამბავი, — აცხადებს ალექსანდერ კალტჩევი, DDB Paris-ის CEO.

ახალი Windows Copilot-ის გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობით შეგიძლიათ

განსხვავებული კონცეფციის რესტორანი „წისქვილი ტერასა“ სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს