in

“ხომ გითხარი, გაფრინდებიანთქო?!” – გოლფის მოთამაშეები უკვე მფრინავი მანქანებით გადაადგილდებიან

წლევანდელი წელი გოლფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სპორტის ეს სახეობა პირველად მოხვდა ოლიმპიური თამაშების სიაში. სპორტული ინვენტარის მწარმოებელმა კომპანია Oakley–მ გადაწყვიტა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვა და გოლფის მოყვარულებისთვის თავისი ახალი, სრულიად წარმოუდგენელი, პირველი მფრინავი გოლფის მანქანა გაეცნო.

ზოგადად, გოლფის მანქანის დანიშულება ერთი გრინიდან მეორეში გადაადგილება და თან სხვადასხვა ფორმის,ზომის ყვანჭებით (გოლფის სათამაშო ჯოხებით) სავსე ჩანთის გადატანაა. როგორც ჩანს, Oakley–მ გადაწყვიტა, რომ უკვე არსებული მანქანა ცოტა უფრო ნელია და თამაშის მთელ “მუღამს” ანელებს. ამიტომაც, შექმნა ეს მფრინავი მანქანა, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას მისცემს უფრო მალე გადავიდნენ შემდეგ გრინზე, თან ზემოდან კარგად დაათვალიერონ მიდამო, განსაზღვრონ, რა კუთხიდან მიუდგნენ თამაშს და რომელი ყვანჭი გამოიყენონ კონკრეტულ გრინზე სათამაშოდ. გარდა ამისა, ხეებსა და მინდვრებზე გადაფრენით მოთამაშეები გაცილებით უფრო მეტ ადრენალინს მიიღებენ და უფრო კარგად გაერთობიან.

 

 

შერეკილების რა გითხრათ, მაგრამ გოლფის მოყვარულები კი ნამდვილად გაფრინდნენ. Oakley–ის ეს საოცარი ტექნოლოგიური მიღწევა ნამდვილად სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს, მაგრამ მათთვის, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ, მაინც ძველი “მამაპაპური” მიწაზე მოსიარულე მანქანები უფრო რეკომენდებულია.

Spotlight Marketing Library – მარკეტინგული ბიბლიოთეკა პაშა ბანკისგან

მსოფლიო საზღვრების გარეშე Samsung-ის მშვიდობიან ვიდეორგოლში