როდესაც ჰოლივუდი ადამიანის და რობოტის შერკინებებზე ფილმებს იღებდა ყველამ ვიცოდით, რომ ტექნიკა ადრე თუ გვიან ისე განვითარდებოდა, რომ ბრძოლის მონაწილეები ჩვენ თვითონ შეიძლება გავმხდარიყავით.
ყოველდღიურად ტექნოლოგიების სიახლეების გაცნობის დროს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით რომ ფრაზა “ჩვენ მომავალში ვცხოვრობთ” (we live in future) დიდი ხანია მხოლოდ ფუტურისტული ფრაზა აღარაა.
ჰოლივუდური ფილმებისგან განსხვავებით, რობოტებთან შერკინება რეალურ სამყაროში მხoლოდ შეჯიბრის სახით ხდება და ერთ-ერთი შეჯიბრი სპეციალურად გოლფის ევროპული ტურნირისთვის გაიმართა. გოლფისტი როი მაიკლროი (Rory McIlroy) რობოტ Jeff-ს გოლფს ეთამაშება. თამაშის პრინციპი იგივეა იმ გამონაკლისით, რომ ბურთი სარეცხ მანქანაში უნდა ჩავარდეს.
მოლაპარაკე რობოტი Jeff-ს სიზუსტის გარდა იუმორის გრძნობაც გააჩნია. Rory McIlroy-ს ყოველი აცდენილი ბურთისთვის “გოლფისტური” კომენტარებით ავსებს.
რობოტის მფლობელი Golf Laboratory-ია, შეჯიბრი ფლორიდაში, PGA National Resort & Spa მოედანზე გაიმართა.