in

გოლფის ქალაქი და საცხოვრებელი კომპლექსი თავისუფლების მოედნიდან 15 წუთში – „თბილისი ჰილსის“ პროექტი

თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე, კრწანისიდან თელეთამდე მდებარე ფერდობზე, 180 გრადუსიან პანორამაში მოქცეული თბილისის ცენტრით, ყაზბეგის მთითა და შავნაბადას მონასტრით, „თბილისი ჰილსს“ აქვს პრეტენზია, ეწოდოს უნიკალური და პრესტიჟული პროექტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. მისი ტერიტორია 331 ჰექტარს მოიცავს, რომლის უმეტესი ნაწილი კერძო სახლებს, ვილებსა და თაუნჰაუსებს უკავია.

BOG
BOG

 

თბილისი ჰილსი“ ესტონეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ხე-ტყის დამუშავება, უძრავი ქონების დეველოპმენტი და მშენებლობა, რომლის დაარსებაც ექსპერტების საერთაშორისო გუნდისა და ადგილობრივი სამუშაო ძალის შერწყმის შედეგია – შენობებს მთლიანად ესტონური კომპანია Kaamos Group აშენებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არქიტექტორთა ხელშეწყობით.

უნიკალური ადგილმდებარეობა „თბილისი ჰილსის“ განაშენიანებას ანიჭებს ყველა იმ უპირატესობასა და სარგებელს, რაც თან ახლავს როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ ცხოვრებას: „თბილისი ჰილსის“ ყველა საცხოვრებელ სახლში მშვიდი გარემო და გამწვანებაა. ეს არის ცხოვრება, სადაც პრიორიტეტული სტილი და ჰარმონიაა, – ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.

„თბილისი ჰილსის“ ტერიტორიაზე გოლფისთვის განკუთვნილი 18-ფოსოიანი მოედანია, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო მოედნები, ფიტნეს-ცენტრები, სარბენი ბილიკები, სასტუმრო და საცურაო აუზი, სკოლა, საბავშვო ბაღი და ა.შ.საქართველოში პირველი 18-ფოსოიანი მსოფლიო კლასის გოლფის მოედანი „თბილისი ჰილსის“ გამორჩეული ნაწილია. 57 ჰექტარზე გაშლილი გოლფის მოედანი, ექსკლუზიურად, „თბილისი ჰილსისთვის“ მსოფლიოში აღიარებულმა ფინურმა კომპანიამ Tilander Golf Design-მა შექმნა. გოლფის მოედნის დიზაინი თანაბრად ითვალისწინებს როგორც გამოცდილ პროფესიონალთა, ისე დამწყებ მოთამაშეთა მოთხოვნებს. აქ ვერ შეხვდებით ხელოვნურ დაბრკოლებებს, თუმცა, ნახავთ სტრატეგიულად განთავსებულ ქვიშის ბარიერებს, ვიწრო „ფარვატერებსა“ და კუთხურ „გრინებს“.გოლფის მოედანი ფინელმა არქიტექტორმა ლასი პეკა ტილანდერმა (Lassi Pekka Tilander) დააპროექტა, ხოლო გარემოს კონცეფცია და გოლფის კლუბის არქიტექტურა პორტუგალიურ CPU Architects-ს ეკუთვნის.

იმის გათვალისწინებით, რომ ზღვის დონიდან 700-840 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული, თბილისთან შედარებით, ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია. განაშენიანების დიდი ნაწილი ფოთლოვანი, წიწვოვანი ხეებითა და სხვადასხვა სახეობის მცენარეებითაა დაფარული. ფოთლოვანი ხეებიდან ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებულია მუხა, ნუში, აკაკი, იფანი, ნეკერჩხალი, ხოლო წიწვოვანი ხეებიდან მრავლად შეხვდებით კედარს, ფიჭვს, კვიპაროსსა და ტუიას.ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია სხვადასხვა სახის კომუნიკაციები: სასმელი წყლის, კანალიზაციის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიისთვის, აგრეთვე ცალკეა საირიგაციო მილსადენი. ტერიტორიაზე გაყვანილია ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი ხუთმეგავატიანი სიმძლავრის ქვესადგურით, დამონტაჟებულია სარწყავი წყლისა და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი მიწისქვეშა სისტემები.

შენობები დაპროექტებულია სეისმური სტანდარტების −  ევროკოდი 8-ის მოთხოვნების შესაბამისად. „თბილისი ჰილსში“ გათვალისწინებულია უსაფრთხოების 24-საათიანი სტანდარტები, მათ შორის, ვიდეოკონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს მთელ ტერიტორიასა და დაცვის სამსახურს, რომელიც დახურულ ტერიტორიაზე შესვლას უზრუნველყოფს. თითოეული საცხოვრებელი სახლი დაპროექტებულია სკანდინავიური სტილის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ განათებას. გარდა ამისა, შენობები უზრუნველყოფილია გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სმარტ-სისტემებით. არსებული ინფრასტრუქტურა მორგებულია 3000-მე მეტი ოჯახის ყოველდღიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მიწის ნაკვეთებისა და ვილების გაყიდვა უკვე დაწყებულია, 2019 წელს კი, მრავალბინიანი და აპარტამენტის ტიპის სახლები გაიყიდება.

გოლფის ქალაქი, განურჩევლად ყველას, სთავაზობს მაღალხარისხიანი ცხოვრების წესის უპირატესობებს: ველო და სარბენ ბილიკებს, სპორტულ კომპლექსს ტრენაჟორების დარბაზებით, ფეხბურთისა და ჩოგბურთის მოედნებს… „თბილისი ჰილსი“ თავის მობინადრეებს უზრუნველყოფს სუფთა ჰაერითა და უსაფრთხო გარემოთი. „თბილისი ჰილსი“ იქმნება ადამიანებისთვის, ვისთვისაც ძვირფასია დახვეწილი სტილი და ხარისხი, – „თბილისი ჰილსი“.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbilisihills14/videos/138247896848695/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1”]
„თბილისი ჰილსის“ წარმომადგენლები, ოფიციალურად, სექტემბერში გაგვიზიარებენ ინფორმაციას კომპლექსის კონცეფციაზე, ბრენდინგზე, გოლფის მოედნის საჭიროებასა და ა.შ.

მოვლილი კანი ნებისმიერი სიტუაციისთვის! – ოლიმპიური ჩემპიონი ნიკოლა ადამსი E45-ის ვიდეორგოლში 

ნარინჯისფერი გრინჩი – ნიკა ჟღერიას #აზრები