in

შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ გონებრივი ვარჯიში ანტიდეპრესანტივით ეფექტურია! — კვლევა

კვლევის თანახმად, გონების ვარჯიშები ისეთივე ეფექტური შეიძლება იყოს, როგორც ანტიდეპრესანტები, რომელთაც შფოთვითი აშლილობის დროს იყენებენ. აქ გონებრივ ვარჯიშებზე დაფუძნებული სტრესის შემცირების ტექნიკა (MBSR) ესციტალოპრამის კურსს დაუპირისპირეს — მედიკამენტს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Lexapro და ოქროს სტანდარტის ანტიდეპრესანტად ითვლება. 

M2
M2

შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა — გონების ვარჯიშებით მონაწილეებმა საშუალოდ 1.35 ქულა მოიპოვეს მაშინ, როცა ანტიდეპრესანტებზე მყოფებმა 1.43 ქულა აიღეს. შესაძლოა, ქულებს შორის მცირე განსხვავებას ამჩნევდეთ, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, სტატისტიკური მნიშვნელობით ორივე ერთსა და იმავე დონეზეა. 

ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა სტრესის შემცირებისთვის რეკომენდაცია უნდა გაუწიონ გონებრივ ვარჯიშებს, როგორც ეფექტურ მკურნალობის მეთოდს შფოთვითი აშლილობის დროს, — აცხადებს ელიზაბეტ ჰოგი, ფსიქიატრი.

საინტერესოა ისიც, რომ მკვლევრების მიერ დანიშნული კურსი 208 ადამიანმა დაასრულა. ეს კვირაში ერთხელ 2.5-საათიან პერსონალურ გაკვეთილს მოიცავდა, ერთდღიანი შესვენებით მეხუთე ან მეექვსე კვირაში. ამასთან, მათ სახლში ყოველდღიურად 45-წუთიანი ვარჯიშის გაკეთება უწევდათ. 

მართალია, ანტიდეპრესანტები შფოთვის სამკურნალოდ სასარგებლო შეიძლება იყოს, მაგრამ ასე არ ხდება ყველა შემთხვევაში — პაციენტების უმეტესობა რეცეპტების განახლებას ვერ ახერხებს, შესაბამისად, ვერც წამლის საჭირო დოზას იღებს. ამას გარდა, მას გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს, მათ შორისაა ღებინება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს შფოთვითი აშლილობით 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, გონებრივი ვარჯიშები წარმატებული მეთოდი უნდა გახდეს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საკითხზე საუბარი ადრეც ყოფილა, მაგრამ მსგავსი ექსპერიმენტი აქამდე არ ჩატარებულა. შედეგები კი ნამდვილად საიმედოა…

როგორ უნდა გაუმკლავდნენ მენეჯერები თანამშრომელთა პასიურობას?

რას ელიან დიზაინერები 2023 წლისგან?