მიუხედავად იმისა, რომ საშობაო რეკლამების უმეტესობა ფოკუსირებულია სადღესასწაულო სეზონის სიხარულზე, ბევრი ადამიანი რეალობის მეორე მხარეს დგას. ამიტომაც, საქველმოქმედო ორგანიზაცია Shelter-მა თავის ახალ რეკლამაში წელიწადის ყველაზე მშვენიერი დროის საკმაოდ განსხვავებულ სურათი დაგვიხატა…
Don’t Panic London-ის მიერ გადაღებული რეკლამა ტიპური შეგონების ირგვლივ ტრიალებს — თუ კარგები ვიქნებით, ოცნებებიც აგვიხდება. სიუჟეტის მთავარ გმირად პატარა გოგონა გვევლინება, რომელიც ამ იდეით შთაგონებული უამრავ ადამიანს ეხმარება; აკეთებს მცირე თუ დიდ კეთილ საქმეებს, მაგრამ ხვდება, რომ ყველაზე სანატრელი სურვილი რეალობად არ იქცევა — მას სახლი არ აქვს.
ვიდეორგოლი უსახლკარო ადამიანების სამწუხარო რეალობას გვანახებს და მისი მიზანია, საზოგადოებაში მეტი ემპათია აღძრას…