in

10 ფრაზა, რომლის შემდეგ კლიენტებთან ურთიერთობა არ ღირს.

b153bca964464dcea1897daed463cc97-672x372უბრალოდ დაემშვიდობე – რჩევები მარკეტერისგან.

1.  “ჩვენ პატარა კომპანია ვართ, ბიუჯეტი თითქმის არ გვაქვს.”

შესთავაზეთ თქვენი ბიუჯეტი. თუ დაფიქრდებიან ან დაკლებას მოითხოვენ, ლაპარაკის გაგრძელება არ ღირს. სავაჭროდ არავის სცალია.

2. “საჭიროა მთელი წლის გეგმა და 10 PR კამპანია. პირველი უკვე ზეგ უნდა იყოს მზად, მაგრამ ფული ჯერ არ გვაქვს.”

ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება.

3. “დირექტორმა შემოთავაზებების შეგროვება მთხოვა. შევაგროვებთ და განვიხილავთ, რომელი იქნება უკეთესი.”

ჯერ ბრიფი, შემდეგ პირადი შეხვედრა, შემდეგ შემოთავაზება და შემდეგ ხელშეკრულება.

4. ” გაყიდვების გაზრდა გვსურს. თქვენი დახმარებით რა თანხის მოგებას ვნახავთ?”

ეს არავინ არ იცის და არც ხართ ვალდებული ზუსტი ან თუნდაც სავარაუდო თანხა დაუსახელოთ.

5. ” ჩვენ, იგივე ხარისხის მომსახურებას შედარებით იაფად ვეძებთ.

ჩვენც ბევრი რამ გვინდა, მაგრამ არ არის. გაიღიმეთ და აუხსენით, რომ ფასი მცირდება მხოლოდ მომსახურების შემცირების შემთხვევაში.

6. “ჩვენ “კაცურ სიტყვაზე” ვმუშაობთ.”

ჩვენ კი ხელშეკრულებაზე.

7. ” თუ მოგვეწონება – გადაგიხდით.”

ძალიან სასაცილო ხუმრობა იყო. წარმატებულ დღეს გისურვებთ…

8. “ყველაფერი 4 დღეში უნდა იყოს მზად. აი ის ქალი, აი ის განყოფილება და მე ჩავიბარებთ ყველა მონაცემს, პრესრელიზიც ყველასთან უნდა შეათანხმოთ.”  

ერთი პროექტი – ერთი პასუხისმგებელი. ხელშეკრულებაში პროექტის ხელმძღვანელი იწერება, რომელმაც უნდა ჩაიბაროს თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო და არა გაურკვეველი თანამდებობის ადამიანებმა.

9. “ჩვენ უკვე ბევრთან ვითანამშრომლეთ და არ მოგვეწონა.

გასარკვევია, რომელი კომპანიები არ მოეწონათ. თუ ამ ჩამონათვალში ის კომპანიებია, რომლებშიც ეჭვი არ გეპარებათ, მაშინ პრობლემა მათშია და არა კომპანიებში.

10. “თქვენ შეგითანხმდით “ამაზე”, მაგრამ რეალურად “აი ეს” ვიგულისხმეთ. გადასაკეთებელია ყველაფერი და ეს უფასოდ უნდა გააკეთოთ.

პირველ რიგში ხელშეკრულება მოიშველიეთ, სადაც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ის სამუშაო, რაც თქვენ უნდა შეგესრულებინათ.

გადაყარეთ ქიმიკატები! – “Leo Burnett”-ის ახალი კამპანია

ახალი მოწყობილობა ველოსიპედისტების უსაფრთხოებისთვის