in

შექმნეს ყავის ჭიქა, რომელიც საჭმლის ყუთს ჰგავს

პლასტმასაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას სულ უფრო მეტ ინდუსტრიაში იღებენ. ამ შემთხვევაში კი ყავის ჭიქებზე ვსაუბრობთ — ბევრი კომპანია ცდილობს, ალტერნატიული მასალებით დამზადებული ჭიქები გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი გამოსავალი თერმოსის სახლიდან წაღებაა, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ ამას.

BOG
BOG

ამიტომაც შეიქმნა Good Cup, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი, ტრადიციული ჭიქისგან — სანაცვლოდ, ჩინური საჭმლისთვის განკუთვნილ ქაღალდის კონტეინერს მოგვაგონებს. დასაკეცი ჭიქა ორ ნაწილადაა დაყოფილი და ამავდროულად, საწრუპის (რა თქმა უნდა, ქაღალდის) გამოყენების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული პროდუქტი Cyril Drouet-ს ეკუთვნის, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული შეფუთვების სტარტაპის, ChoosePlanetA-ის თანადამფუძნებელს ეკუთვნის. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ქაღალდის ჭიქის გამოყენება, თანაც ამგვარი ფორმის, ნაკლებ ეფექტური იქნება და ისეთ პრობლემებს გამოიწვევს, როგორიცაა ყავის გამოჟონვა. თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალური ბიო გარსი გამოიყენეს, რომელიც მსგავს შემთხვევებს გამორიცხავს.

„გამოწვევები წარმატებებად ვაქციეთ“ — კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდს აჯამებს

აპლიკაციები, რომლებიც ძილის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ