in

კარგი დიზაინერი ემოციური ენციკლოპედისტია – ბატონო?

ენციკლოპედისტი მრავალმხრივ განათლებული ადამიანია, რომლის ერუდიციაც იმით იზომება, რამდენად შეუძლია, საკუთარი ცოდნის რეალობის შესაბამისობასთან მოყვანა. რამდენად შეძლებს კონტექსტის მიღმა ჩასვლასა და განსხვავებული ადამიანური გამოცდილებებისთვის გემოს გასინჯვას; სპეციფიკური პრობლემების გადაჭრის შემოქმედებით გზას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამბობენ, რომ მომავალი ემოციების, შემოქმედებითობისა და ახალი ურთიერთობების პერიოდი იქნება. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ კომფორტის ზონიდან გავალთ. არ აქვს მნიშვნელობა, UX დიზაინერი ხარ, თუ ინდუსტრიული, ალგორითმის ექსპერტი, თუ ბიზნესსტრატეგი – ჩვენ ყველა განსხვავებულ რეალობებს ვქმნით, თუმცა კი მსგავსი საჭიროებით – ადამიანების ცხოვრება გამარტივდეს.

სწორედ ამიტომ გვიწევს სუბიექტური რეალობიდან გამოღწევა და სხვებისთვის შეკითხვების დასმა.

საზოგადოება ხომ კომპლექსურია და არსებული რეალობის აღქმა ყველას საკუთარი სუბიექტური ხედვით შეუძლია. ჩვენ მიდრეკილები ვართ, ადამიანები, კონტაქტები და ადგილები გავფილტროთ და ჩვენთვის ყველაზე ახლობლები გარშემო შემოვიკრიბოთ. თუმცა კი, თუ საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა გვსურს, ე.წ. ბაბლში ყოფნა ვერ დაგვეხმარება, რეალურ პრობლემებს ჩავეჭიდოთ და შესაბამისად, ადეკვატური გამოსავალი მოვძებნოთ. ასე კომპლექსურ საზოგადოებაში გზას ვერაფრით გავიკვლევთ.

და თუ კომფორტის ზონიდან გამოვედით, შემდეგი ნაბიჯი ასე შეიძლება, ჟღერდეს: ნაცნობი მოცემულობა უცნაური ფორმით გადმოვცეთ და პირიქით – უცნაური, კარგად ნაცნობი საშუალებით. სწორედ ამ მიდგომაში გამოჩნდება, რამდენად ვიცნობთ ადამიანებს, ვუსმენთ, თუ არა მათ და გვესმის, თუ არა მათი მიდრეკილებების, გამოცდილებების, საჭიროებების… სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია ისეთი რამის შექმნა, რაც მათზე ემოციურ დონეზე ზემოქმედებას მოახდენს.

საკუთარი თავის ასე წვრთნა კი დაგვეხმარება, მერე უკვე ინტუიციურად ვიგრძნოთ, სად გადის ზღვარი უნივერსალურ ვიზუალურ კომუნიკაციაში.

და კიდევ ერთხელ, დიზაინის მომავალი ემოციებშია. დაკვირვებით, მოსმენით, გაზიარებით, კრიტიკული შეკითხვებით, ამ სფეროს პროფესიონალები ნელ-ნელა ემოციურ ენციკლოპედისტებად იქცევიან და სწორედ ასე მოახდენენ საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს.

ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა ემოციურ და შემოქმედებით დონეზე, ის, ფაქტობრივად, უძლურია. შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ ზემოთქმული ჰიპოთეზა ჭეშმარიტია, გამოდის, რომ ნებისმიერი ტიპის დიზაინერის მნიშვნელობა, დღითი დღე, იზრდება, რადგან მას უნარი აქვს, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან დააკავშიროს და მას უნივერსალური ენით ესაუბროს.

წყარო: Medium



ცნობილია 20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს პროგრამით, 100 000 ლარიანი გრანტი მიიღო

„ახალგაზრდობის სააგენტომ“ 1 000 000-იანი ფონდის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა