Facebook-მა მცირე ბიზნესების მხარდაჭერა გადაწყვიტა, გზავნილით „კარგი იდეები აღმოჩენას იმსახურებენ“. კვლევების თანახმად, პატარა კომპანიების 47%-ს აქვს შიში, რომ მომდევნო 6 თვის მანძილზე შეიძლება ვერ გადარჩეს, რადგან მსოფლიო პანდემიურ რეალობაში ცხოვრობს. დინამიკური ვიდეორგოლის საშუალებით, Facebook-ის კამპანია ბიზნესებისთვის მოქნილი სარეკლამო სერვისზე მიუთითებს. კომპანიას სურს, მცირე კომპანიებს სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის უკეთესი პირობები, და სარეკლამო გამოცდილება შეუქმნას. კამპანიაზე სააგენტო Droga5-მა იმუშავა.