in

აი, როგორ ქმნიან ტაილანდელი ოსტატები ეკომეგობრულ შეფუთვას

მსოფლიოში, რომელიც მდგრადობისკენ მიისწრაფვის, საუკეთესო გამოსავალს ხშირად თავად ბუნება გვთავაზობს. ამ ფილოსოფიის შესანიშნავი მაგალითია Goodnature — ინოვაცია შეფუთვის დიზაინში, რომელიც ბუნებიდან მიიღება და მასშივე ბრუნდება. სრული სასიცოცხლო ციკლის არსს გვთავაზობს, ნული ნარჩენით, რომელიც კი არ აზიანებს, პირიქით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად კვებავს ბუნებას.

BOG
BOG

ფორთოხლის ჩამოცვენილ ფოთლებში დაბადებული Goodnature შეფუთვას ხელახლა წარმოგვიდგენს. ჩვეულებრივი მასალებისგან განსხვავებით, რომლებიც გარემოს აბინძურებს, Goodnature-ის ბიოდეგრადირებადი შეფუთვა სრულად ორგანული რესურსებით არის შექმნილი. გარდა იმისა, რომ დანიშნულებას იდეალურად ასრულებს, შემდეგ ბუნებრივად იშლება და სასუქად გარდაიქმნება, ნიადაგს ანოყიერებს და მცენარის ზრდას უწყობს ხელს. 

ამგვარად, Goodnature მხოლოდ მდგრადი ალტერნატივა კი არა, გაცნობიერებული ძალისხმევაა, რომლითაც პლანეტაზე დადებითად ზემოქმედებენ. ეს ამბავი ჩრდილოეთ ტაილანდში ხდება, სადაც ოსტატები საკუთარი ხელით ქმნიან შეფუთვებს და, გარემოზე ზრუნვასთან ერთად, ტრადიციულ ხელობასაც აცოცხლებენ. 

ასე მომხმარებელთა გამოცდილებაც უმჯობესდება — ინოვაციური შეფუთვა ფორთოხლის სიჯანსაღის ინტუიციური ინდიკატორია. შეფუთვაზე დატანილი ფოთლის ფერი გამუდმებით იცვლება და მომხმარებლებს მიანიშნებს, რამდენად ვარგისია პროდუქტი:

რაც შეეხება შეფუთვის სტრუქტურას, ინსპირაცია კვლავ ბუნებიდან მიიღეს და ჭიანჭველების ბუდეების მსგავსი არქიტექტურით შექმნეს, რომლებიც, ასევე, მხოლოდ ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალ გარემოში გვხვდება. 

შეფუთვის შიდა ნაწილი ფორთოხლის ჩამოცვენილი ფოთლებისგან მზადდება და შემდეგ ბრინჯის წებოთი ხის ფორმებში იკვრება. გარე ნაწილშიც ფოთლები გვხვდება, რომლებიც ჰაერზე გამშრალი ხის თოკებითაა შეკრული. უშუალოდ შეფუთვის ჩანთა კი saa-ს ქაღალდისგან დაამზადეს, რომელსაც ადგილობრივი თუთის ხეებისგან იღებენ. წარწერების შემთხვევაშიც არ დათმეს საკუთარი პრიორიტეტი და კვლავ ბუნებრივი საღებავები გამოიყენეს — აი, როგორ ქმნიან ტაილანდელი ოსტატები ეკომეგობრულ შეფუთვას.

 

ერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში – საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს

ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლები – როგორი იყო Tegeta Cars-ის 2024