in

Goodweb – შექმენი ბიზნესსაიტი მარტივად ! ახალი ქართული კომპანია ქართულ ბაზარზე

Startauperi
Startauperi

2014-08-13 14.48.48შპს “გუდვები”  ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც ემსახურება ბიზნეს სექტორს და სთავაზობს მათ პროფესიონალურ ბიზნესსაიტებს. დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი გუდვების დამაარსებელს და გენერალურ დირექტორს თეიმურაზ კევლიშვილს ესაუბრა. 

M: რა არის “გუდვები”, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა ?

გუდვები არის ახალი ქართული კომპანია, რომელიც ემსახურება ბიზნეს სექტორს და სთავაზობს პროფესიონალურ ბიზნესსაიტებს.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ აქტივობასა და საკუთარ ვებ-გვერდს. თუმცა ბიზნესის ამ სეგმენტისათვის პრაქტიკულად მიუწვდომელია კარგად გამართული, ხარისხიანი და პროფესიონალური ვებ-გვერდი, რომლის დამზადება რამდენიმე ათასი ლარი ღირს.

ჩვენი კომპანიის მიერ შემუშავებულმა ინოვაციურმა პროგრამულმა სისტემამ, საშუალება მოგვცა ხარისხის გაუარესების გარეშე, მაქსიმალურად შეგვემცირებინა საიტის დამზადების ღირებულება და ხელმისაწვდომი გაგვეხადა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

M: რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს ?

ინოვაციური პროგრამული სისტემის მეშვეობით, მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურებას, რომლის მეშვეობით ბიზნესსაიტის შეძენა და გამართვა პრაქტიკულად ერთ დღეშია შესაძლებელი.

მომსახურების პაკეტებში შედის დიზაინების ფართო არჩევანი სრულიად უფასოდ, უფასო ქვედომენი (საჭიროების შემთხვევაში), ნებისმიერი დომენის მიბმის საშუალება, ვებ-სივრცე, პირველადი SEO ოპტიმიზაცია, კორპორატიული ელ-ფოსტის სერვისი, ულიმიტო ტრაფიკი, საიტის პირველადი გამართვა, ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა.

ვებ-გვერდის მართვა საკმაოდ იოლია, რადგანაც ადმინისტრირების პანელი მთლიანად ქართულ ენაზეა გამართული, ხოლო სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს ვუტარებთ უფასო კონსულტაციებსა და ტრენინგებს, რათა კიდევ უფრო მეტად გავუმარტივოთ მართვის პროცესი.

ჩვენი ძირითადი მომსახურებები თავმოყრილია ოთხ პაკეტში:

  • ეკონომი,
  • ოპტიმალი,
  • პრემიუმი და
  • სუპერი.

 marketer1M: რამდენად მოთხოვნადია მსგავსი ტიპის მომსახურება ?

როგორც ჩვენი, ასევე უცხოური კვლევების და დაკვირვების შედეგად, ნათლად გამოჩნდა, რომ ბიზნესს, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით, აქვს გაცილებით მაღალი საშუალო წლიური შემოსავალი და გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე ის ბიზნესები, რომლებიც არ მიმართავენ ინტერნეტ აქტივობას.

მზარდი კონკურენციის პირობებში, ბიზნეს სუბიექტები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ახალი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე იზრდება მოთხოვნა ინტერნეტ პროდუქტებზე, მათ შორის ხარისხიან ვებ-გვერდებზეც.

M: დაინტერესების შემთხვევაში, სად შეიძლება პაკეტის შეძენა ?

ჩვენი პაკეტების შეძენა საკმაოდ მარტივია, ამისათვის

  • ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.goodweb.ge-ს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია,
  • ან დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 422 588 ,
  • ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: [email protected].

marketer2

M: რაც შეეხება კონკურენტებს ? 

რა თქმა უნდა ვებ-დეველოპმენტის ბაზარზე არსებობს კონკურენცია, თუმცა ჩვენ მიერ შეთავაზებული, ინოვაციური პროგრამული სისტემა, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს ყოველთვიური მინიმალური ხარჯით, მაქსიმუმ ერთ დღეში შექმნას პროფესიონალური და რაც მთავარია ხარისხიანი ვებ-გვერდი.

ჩვენი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი დაზოგავს თანხებს, დროს და მარტივად მიიღებს სასურველ შედეგს.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ?

დაგეგმილია და აქტიურად მიმდინარეობს პროგრამული სისტემის დახვეწა, რაც საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში მომხმარებელებს შევთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტები და ვებ გადაწყვეტილებები.

ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიმართულებების ათვისებაზე და დამატებითი სერვისების დანერგვაზე.

ჩვენი კომპანიის უმთავრესი ამოცანაა, მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ განვითარების ახალი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები.

 

1 ბარამბო 9 ძმამ გაიყო! [EXCLUSIVE]

ხელები წვერის მაგივრად – “The Art of Shaving”-ის სარეკლამო პოსტერები