in

„გუდვილის“ წარმოებას შეფ დავით პოღოსიანი უხელმძღვანელებს

არაერთ ქვეყანაში მოგზაურობისა და მსოფლიო ბრენდებთან მუშაობის შემდეგ, შეფ დავით პოღოსიანმა გადაწყვიტა, საკუთარი თავი ახალ ამპლუაში გამოეცადა. თითქმის ოთხი თვეა, „გუდვილთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რაც, როგორც თავად ამბობს, მისთვის ახალი გამოწვევა და თავგადასავალია. 

დავით პოღოსიანი თანამშრომლობდა ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა Hilton, W Hotels, St. Regis და ა.შ. 20 წლის ასაკში საცხოვრებლად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბიში გადავიდა საცხოვრებლად და St. Regis-ის სასტუმროში წამყვან შეფ-მზარეულებთან ერთად მუშაობდა. მოგვიანებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა და ორი წელი  W Hotels-ის სასტუმროში, სამი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფთან, ჟან ჟორჟთან ითანამშრომლა. 

ასევე, დავით პოღოსიანი იყო ერთ-ერთი პარტნიორთაგანი, ვინც საქართველოში Hilton-ის პირველი სასტუმრო გახსნა. პარალელურად, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებითაც და დამწყებ კულინარებს შესაბამისი ცოდნის მიღებაში ეხმარება. მნიშვნელოვან დროს უთმობს საავტორო წიგნზე – Culinary Vocabulary-ზე მუშაობასაც, რომელშიც სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას გააერთიანებს. 

დავით პოღოსიანი ამბობს, რომ „გუდვილთან“ თანამშრომლობა მისთვის გამოწვევაა, რადგან მუშაობის პრინციპი მისი წინა გამოცდილებისგან სრულად განსხვავდება. 

„პირველ რიგში, ჩემთვის ეს თანამშრომლობა საინტერესოა, რადგან ინტერესი ორმხრივია. მე თვითონაც ბევრს ვსწავლობ და კომპანიასაც ვთავაზობ სიახლეებს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩემი თავი ამოვწურე HoReCa სექტორში და მინდა, მთელი ენერგია Retail-ისკენ მივმართო. რადგან „გუდვილის“ გუნდს გაზაფხულზე შევუერთდი, ვფიქრობ პირველი სიახლე, რასაც მომხმარებელს შევთავაზებ, თემატური უნდა იყოს. ამიტომ, გადავწყვიტე მომხმარებელს იტალიური პანეტონე გავაცნო, რომელიც განსხვავებული რეცეპტითაა დამზადებული და რითეილის სექტორში ჯერ არ არის გავრცელებული. რა თქმა უნდა, „გუდვილში“ სააღდგომო პასკების, პანეტონეებისა და კოლუმბოს მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. თუმცა, მათ, ვინც რაღაც განსხვავებულს და ახალს ეძებს,  აუცილებლად უნდა დააგემოვნონ „გუდვილის“ გამორჩეული სააღდგომო პანეტონე. ცხადია, გუნდთან ერთად ვმუშაობ ბევრ სიახლეზე იმისთვის, რომ „გუდვილის“ დახლები მომხმარებლისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ამ ყველაფრის შესახებ ეტაპობრივად ვაცნობებთ მომხმარებლებს,“ – ამბობს შეფ დავით პოღოსიანი. 

„გუდვილის“ წარმოების ახალი ხელმძღვანელი უშუალოდაა ჩართული წარმოების სრულ პროცესში. თვალყურს ადევნებს ყველაფერს – ნედლეულის მიღებიდან დაწყებული, კერძების სერვირებით დამთავრებული. უმეტესად იყენებს ნედლეულს, რომელსაც გუდვილი ქართველი ფერმერებისგან იღებს. 

სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად ჯერ არ საუბრობს. ამბობს, რომ კომპანია აქტიურად გააგრძელებს კომუნიკაციას მომხმარებელსა და მედიასთან და „გუდვილის“ დახლები ყოველთვის იქნება მრავალფეროვანი სიურპრიზებით სავსე.

[R]

პორტუგალიური ღვინის ეტიკეტზე ქვევრი დაიტანეს

„ექსტრაზე“ სააღდგომო შეთავაზებები იწყება!