in

მარკეტინგული კვლევის მენეჯერი

goodwill

“გუდვილი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კვლევის მენეჯერის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი – 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათ დღეს – მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოვალეობები:

მარკეტინგული კვლევების მენეჯერი კომპანია გუდვილის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად შეასრულებს შემდეგს:

** ბაზარზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მონაცემების სისტემური ანალიზი;
** მარკეტინგული გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგების პროგნოზირება;
** სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული მოვალეობები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან სოციოლოგიის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგული კვლევების ჩატარების მიმართულებით;
** სამუშაო (პროფესიული) რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** სატელეფონო ინტერვიუ (ყველა კანდიდატი, რომლის რეზიუმეც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს);
** პროფესიული ტესტირება (ყველა კანდიდატი, რომელიც გადალახავს სატელეფონო გასაუბრების ეტაპს);
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან (ყველა კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირების ეტაპს);
** საბოლოო გასაუბრება მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან (საბოლოო ეტაპზე გასული კანდიდატები).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ “Marketing”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2013 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

“Get in the Ring”- კონკურსი Start-up ებისთვის

Tegeta-Bee