სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ 22-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ ბათუმში რიგით მესამე ფილიალის გახსნას გეგმავს. ახალი სივრცე სრულად პასუხობს თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებსა და მომხმარებელთა მოლოდინებს, სადაც ასევე გათვალისწინებულია რებრენდინგის სტანდარტები, რომელიც „გუდვილმა“ 2025 წლის მაისში განახორციელა.
ახალ სივრცეში სტუმრებს დახვდებათ კომფორტული გარემო „გუდვილის“ საკუთარი წარმოების პროდუქცია, ევროპული (იტალიური, გერმანული, ჰოლანდიური და ა.შ) ექსკლუზიური ბრენდები და ქართველი ფერმერების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

ფილიალი მდებარეობს SOLIS Residence-ში, შერიფ ხიმშიაშვილის 61-ში.
„გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ქსელის განვითარებისთვის – ვთავაზობთ სივრცეს, მაღალი ხარისხის პროდუქციას და კომფორტს, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს,“ – აცხადებს გიორგი ხაბაშვილი, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი.
ფილიალში წარმოდგენილია:
- თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული და მომხმარებელზე მორგებული სავაჭრო სივრცე;
- საერთაშორისო პარტნიორი ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია;
- ქართველი ფერმერების მიერ მოწოდებული, ლაბორატორიულად შემოწმებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

ფილიალში შექმნილია უნიკალური ფერთა გამა და დიზაინი, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ასევე, მოწყობილია თანამედროვე კაფეტერია, სადაც მომხმარებელს შეუძლია „გუდვილის“ წარმოების კერძების დაგემოვნება და განტვირთვა.
განსაკუთრებული სიამაყეა „გუდვილის“ საკუთარი წარმოება – ახალ ფილიალში სტუმრებს დახვდებათ არტიზანული პურების, ფუნთუშეულისა და დესერტების განახლებული და გაფართოებული ასორტიმენტი, რომელიც ტრადიციული მეთოდითა და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით არის დამზადებული.

[პარტნიორის კონტენტი]












