in

,,გუდვილის” ვიდეოსერიები – ,,ჩვენი ფერმერებისგან”

რაც დრო გადის, სოფლისა და იქ მცხოვრები ფერმერების ამბებს სულ უფრო იშვიათად ვისმენთ. თანამედროვე სამყაროს ქაოსურმა დინამიკამ კონტენტის მთავარ ნაწილად თითქოს სხვა თემები წამოსწია, ყოველდღიური მოხმარების ნატურალური პროდუქტები კი, უბრალოდ, ყოფის ნაწილად იქცა და მათზე ყურადღებას ნაკლებად ვამახვილებთ. არადა, ახლა, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ასეთი აქტუალურია, სწორედ რომ დროა, იმ ადამიანებს მივაქციოთ ყურადღება, ვინც ჩვენთვის, თავიანთ მყუდრო სახლებსა თუ საწარმოებში ნატურალურ პროდუქტებს ქმნიან.

ჰიპერმარკეტი „გუდვილი” 20 წელზე მეტია, ფერმერებთან თანამშრომლობს. სოფლის ნობათი, რომელიც გუდვილის დახლებზე იყიდება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მზადდება. ეს პროდუქტები ჯერ შესაბამის შემოწმებას გადის, რათა მომხმარებლამდე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში მივიდეს. გარდა ამისა, ბრენდი ყველის ისტორიის მკვლევართან, ანა მიქაძესთან და შეფ მიხეილ ავსაჯანიშვილთან თანამშრომლობს. მიხეილი პირადად ჩადის საწარმოებში, ათვალიერებს პროცესს და წარმოებას აკვირდება. 

ამ ფორმით გუდვილი ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში ეხმარება, თუმცა მათთვის პოპულარიზაციაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ბრენდმა, საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრასთან” თანამშრომლობით, ვიდეოების სერია დაგეგმა, რომლებშიც ფართო საზოგადოებას იმ ფერმერებს აცნობს, ვის პროდუქტებსაც გუდვილი ყიდის. უშუალოდ ვიდეოების გადაღებაზე სააგენტო „ედვენი” ზრუნავს.

 
ეს ვიდეო წალკის რაიონის სოფელ სანტაშია გადაღებული. მთავარი გმირი ფერმერი, დარეჯან კანთელაძეა, რომელიც 20 წელზე მეტია, ყველს აწარმოებს და დღეს უკვე 200-ამდე ძროხა ჰყავს. მან ძროხების საუკეთესო ჯიშები საფრანგეთში აარჩია და საქართველოში ჩამოიყვანა. თვიურად ის 10-12 ტონა ყველს აწარმოებს და ექსკლუზიურად გუდვილთან თანამშრომლობს. 

კამპანიის დანარჩენ დეტალებს თავად პროექტის შემქმნელები მოგიყვებიან…

გუდვილის მარკეტინგის ხელმძღვანელი, გურანდა არჩუაძე:

უკვე 20 წელზე მეტია, გუდვილი ფერმერებთან თანამშრომლობს – ჩავდივართ რეგიონებში, ვეცნობით ფერმერებს, ვპოულობთ ახალ, ხარისხიან პროდუქტებს და ვფიქრობთ, რომ მათი შემქმნელები ძალიან საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ფერმერები ფართო საზოგადოებისთვის წარგვედგინა, გვეჩვენებინა, სად, როგორ და ვის მიერ მზადდება ის პროდუქტი, რაც „გუდვილის“ დახლებზე ხვდებათ. ამ ამბების მოსაყოლად ყველაზე კარგი გზა მოკლე ვიდეოების ციკლია. 

პროექტის განხორციელებაში სამი მხარე იყო ჩართული – „გუდვილი“, როგორც დამკვეთი, „ჯეპრა“, როგორც საკონსულტაციო კომპანია და სარეკლამო სააგენტო „ედვენი“. ჩვენ „ჯეპრასთან” ერთად განვსაზღვრეთ მიზნები და სურვილები, მოვისმინეთ ჩართული მხარეების მოსაზრებები და საბოლოოდ, შევიმუშავეთ საერთო კონცეფცია. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მომხმარებლის ნდობას გუდვილის მიმართ კიდევ უფრო გავამყარებთ ჩვენი გამჭვირვალობით – ჩვენი ვიდეოების ციკლში ხომ დეტალურად ვაჩვენებთ, სად და ვის მიერ მზადდება პროდუქტი და რამდენად დეტალურად მოწმდება ყველაფერი.

ვფიქრობ, დარეჯან კანთელაძის შესახებ გადაღებული ვიდეო თბილი, ადამიანური და, რაც მთავარია, აუდიტორიისთვის საინტერესო გამოვიდა. ასეთი იქნება ფერმერების შესახებ გადაღებული სხვა ვიდეოებიც”.

ჯეპრას კონსულტანტი, ნინო სუბელიანი:

გუდვილსა“ და „ჯეპრას“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ და ეს აქტივობაც ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს გუდვილი 20 წლის ხდება და უკვე დიდი ისტორიის მქონე ბრენდია, საკომუნიკაციო აქტივობებიც ამ მრავალწლიანი ისტორიის წარმოჩენაზე დავაფუძნეთ. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ სრული ციკლი წარმოებიდან, „გუდვილის“ დახლამდე, სადაც დიდ ყურადღებას ვამახვილებთ სოფლის გარემოზე, ლაბორატორიულ შემოწმებაზე და ფერმერთა ისტორიაზე, რადგან თითოეული მათგანის ისტორია განსხვავებული და საინტერესოა.  

ყველაზე დიდი ყურადღება დავუთმეთ ერთი კონკრეტული ამოცანის შესრულებას – ნამდვილი ამბები აუდიტორიამდე ბუნებრივი თხრობით მიგვეტანა და გადმოგვეცა გუდვილის მთავარი გზავნილები. სარეკლამო სააგენტო „ედვენი“ შევარჩიეთ, როგორც ჩვენთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილებით, ისე – პორტფოლიოს გათვალისწინებით, სადაც ამბის თხრობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კონკურენტულ გარემოში, გარდა ხარისხის სტანდარტისა, საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქტის შექმნის  ისტორიას, იმას, თუ ვინ და რა დგას ამ ყველაფრის უკან. სწორედ ასეთია ყველის მწარმოებლის, ქალბატონი დარეჯანის ისტორია წალკის რაიონის სოფელი სანტადან.  ვიდეოს ფერები, ფორმატი, ყველაფერი გადმოსცემს სინამდვილეს, კრეატიული კონცეფციის ამოსავალიც ეს იყო”.

ვიდეოების სერია სხვადასხვა ფერმერისა და პროდუქტის ისტორიას მოიცავს. მაყურებელი მათ ეტაპობრივად იხილავს. ამ სერიის მიზანია, არა მხოლოდ გუდვილის მომხმარებელს, არამედ ზოგადად, ფართო საზოგადოებას აჩვენოს, სად და როგორ მზადდება სოფლის პროდუქტები, შენახვის რა პირობები აქვს და ვინ დგას მათ უკან. მთელი ამ ვიდეოების ხიბლი სიმარტივეშია – საზოგადოება მისთვის მოსახერხებელი ფორმით, მოკლე ვიდეორგოლით ეცნობა ადამიანებს, რომლებიც საჭიროსთან ერთად, საინტერესო საქმიანობასაც ეწევიან.

თაკო ვარამაშვილი, პროექტის მენეჯერი „ედვენიდან”:

ვიდეოს შექმნისა და დამუშავების პროცესი ყველაზე საინტერესოა. სტანდარტულად, სანამ ვიდეო განთავსდება, მიდის სამუშაო პროცესი, რომელიც მოიცავს: რესპონდენტებთან წინასწარ კომუნიკაციას, ამბის გასცენარებას, ტექსტის დაწერას და შემდეგ, უკვე ადგილზე გადაღებას. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სცენარი მხოლოდ ჩვენი მხრიდან არ იწერება. ასეთ დროს უშუალოდ ხდება რესპონდენტებთან ერთად ყველა დეტალისა და კადრის დამუშავება. ამ პროექტის ფარგლებში უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებიც ქმნიან ჯანსაღ, ნატურალურ და ძალიან გემრიელ პროდუქტს. თუმცა გუდვილმა აუდიტორიას კიდევ არაერთი ფერმერი უნდა გააცნოს, შესაბამისად, შეფ მიხეილ ავსაჯანიშვილთან ერთად ჩავალთ კიდევ რამდენიმე რეგიონში და მაყურებელს ქართველ ფერმერებს წარვუდგენთ”. 

[R]

როგორ გადავლახოთ ვალიდაციის მუდმივი მოთხოვნილება სამსახურში?

უნდა გააკრიტიკონ თუ არა დიზაინერებმა სხვების ნამუშევრები?