in

GoodYear-ის საბურავით უკვე გემიც მოძრაობს.

BOG
BOG

მიზანი:

“GoodYear”-ს თავისი Efficient Grip Performance-ს გარშემო  ყურადღების მიქცევა სურდა. საბურავების ეს სერია საუკეთესოა მოყინულ და სველ ტრასაზე სასიარულოდ. ამ თვისებაზე ხაზის გასმა და ამასთან ერთად საბურავების ფუნქციონალურობა ყველაზე ეფექტური და მასშტაბური მეთოდით უნდა მომხდარიყო.

გემის იდეა მხოლოდ მისი სიდიდით და ხალხის რაოდენობით არ შერჩეულა. Efficient Performance საბურავებისთვის წყალი დაბრკოლებას არ წარმოადგენს და მდინარეზე უკეთესად ამის დემოსნტრირებას ვერავინ შეძლებდა. ტესტ დრაივის მოწყობა ნაწვიმარ ტრასაზე ნაკლებად ეფექტური იქნებოდა ვიდრე საბურავის გემზე დაყენება.

გათვლა:

წყლის ბორბალი ისეთი საგანია ასჯერ ნანახი რომ გქონდეთ, მაინც დაუწყებთ ყურებას. Goodyear-მა სწორი საგანი იპოვა ბორბლის შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აუდიტორიის ყურადღებაც მიიქცია. არც თვითონ ბორბლის გადაკეთება დაჯდა ძვირი. შედეგად წლის ყველაზე იაფი  და მასშტაბური აქცია მიიღეს.

შედეგი:

ყველაფერი შეიძლება ბევრად უკეთესად შეფუთულიყო. რაც მთავარია რეკლამამ თავის მიზანს მიაღწია, საბურავის “ხასიათი” სარეკლამო კამპანიის მეშვეობით კარგად გამოჩნდა.

თასი

კონკურსი “StartUp cup”- 13 მარტს დასრულდება.

ტაქსის უცნაური ფასდაკლება