გილოცავთ, მათემატიკის მოყვარულებო – ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში გამოთვლილ π-ის არსებობას კიდევ ერთი წელი დაემატა. მათემატიკური მუდმივის დღე, რომელიც წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლობას წარმოადგენს, ყოველი წლის 14 მარტს აღინიშნება, რადგან რიცხვობრივად დაწერილი π 3.14-ის ტოლია.
ამ ფსევდო დღესასწაულთან დაკავშირებით Google-მა გადაწყვიტა, ყველასათვის შეეხსენებინა არა მხოლოდ მისი დაბადების დღე, არამედ რიცხვობრივი მნიშვნელობაც. მას შემდეგ, რაც მომხმარებლები Google-ში ჩაწერდნენ “Calculator”-ს, “Pi”-ს ან “Pi Day”-ს, ისინი “ჩაერთვებოდნენ” ერთგვარ სახალისო მათემატიკაში – კალკულატორი თავად გიჩვენებდათ π-ის პირველ სამ ციფრს, სწორად გამეორების შემთხვევაში, სამის ნაცვლად – ოთხს, შემდეგ ხუთს და ასე შემდეგ.
ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, უსასრულოდ გრძელდებოდა თუ არა ეს გონების ვარჯიში? სამწუხაროდ, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, რადგან შესამოწმებლად საკმაოდ დიდი დრო და იდეალური მახსოვრობა იყო საჭირო… ვარაუდის დონეზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ π-ის რეალური მნიშვნელობის მსგავსად, ნამდვილად უსასრულოდ გაგრძელდებოდა.