in

Google 18 წლამდე მომხმარებლებისთვის რეკლამებს დაბლოკავს

Google წელს დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მეტად უსაფრთო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, ბლოკავს ყველა რეკლამას, რომელიც 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი. აქ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ასაკით, სქესითა და ინტერესით იქნება კონკრეტული კამპანია განსაზღვრული.

ჩვენ უკვე შევძელით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ონლაინ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. უსაფრთხოების ზომების გაფართოებით, ისინი სხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვის განკუთვნილ რეკლამებს უკვე აღარ უყურებენ – ამბობს Google.

გარდა ამისა, აცხადებენ, რომ საკუთარ აპლიკაციებში, იქნება ეს Drive, Gmail თუ Photos, ისინი მომხმარებლების მიერ შექმნილ ან შენახულ კონტენტს, სარეკლამო მიზნებისთვის არ იყენებენ.

საკუთარი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი Privacy Sandbox-თან თანამშრომლობით კი, Google შეეცდება დააკმაყოფილოს ციფრული მარკეტინგის მომხმარებელთა მზარდი ინტერესი, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

დაუცველი ჯგუფების ინტერესთა დასაცავად, Google-ში აკრძალულია ისეთი რეკლამის ატვირთვა, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს ეხება. მოიცავს ეს კონკრეტული მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იდენტობას, სექსუალურ ინტერესებსა თუ რწმენას. 

ხოლო იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რატომ ხედავთ კონკრეტულ რეკლამას, თქვენ About this Ad ღილაკით, შესაბამისი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ და აქვე ნახავთ, თუ რომელმა კომპანიამ შეუკვეთა იგი.

მეტიც, მომხმარებლებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, თუ რა ტიპის რეკლამას ნახავენ და თუ არსებული კონტენტი არ მოსწონთ, Mute ღილაკის გამოყენებით, პრობლემას მარტივად მოაგვარებენ.

Google კი, მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კვლავ აგრძელებს ახალი საინტერესო გზების ძიება.

4 რამ, რაც მარკეტერებმა მეტავერსში შესვლამდე უნდა იცოდნენ

როგორ ხდება ხარისხიანი ჩაის შერჩევა?