in

რა კითხვებს სვამდნენ ადამიანები, როცა ინტერნეტი და Google არ ჰქონდათ

„მიეკუთვნებიან თუ არა ქალები ძუძუმწოვართა კლასს?“, „როდის გამოჩნდა მოსე პირველად ხალხის წინაშე?“, „რა ჯიშის ვაშლი ჭამა ევამ?“, „ვინ არის ბიბლიის ავტორი?“ – ეს ის კითხვებია, რომლებსაც გასული საუკუნის ადამიანები, ინტერნეტისა და შესაბამისად, Google-ის გამოგონებამდე სვამდნენ. ფაქტობრივად, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას „სერჩავდნენ“ გასული საუკუნის ადამიანები.

BOG
BOG

Daily Mail-ის ცნობით, ჩანაწერები 1895 წელს დაარსებული ბიბლიოთეკის არქივში ინახებოდა. მეოცე საუკუნეში, ამა თუ იმ სახის ინფორმაციის მისაღებად, ხშირად საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე რეკავდნენ. როგორც ჩანს, ამ პერიოდისთვის, ამერიკელები რელიგიასთან დაკავშირებულ კითხვებს ხშირად სვამდნენ. გარდა მოსესთან, ადამსა და ევასთან დაკავშირებული კითხვებისა, მათ აინტერესებდათ, ვინ დაწერა ბიბლია. ასევე, ინტერესდებოდნენ ქალების მიტოვებულობის დროის განმსაზღვრელი სტატისტიკით, ანტიკვარული ნივთების გაყიდვის გზებითა და ა.შ.

„გუგლის“ ასისტენტი ცნობილ ფილმებში რომ ყოფილიყო

„ტექინსპექტირება უმარტივესად“ – Greenway-ს ვიდეორგოლი