11
Jan
2019

Google-ის პოსტი 2019 წლის სარეკლამო ტენდენციებზე

11 Jan 2019

სატელევიზიო ინდუსტრია კვლავ სწრაფად ვითარდება და მედიაკომპანიებიც, მაყურებლების მოსაზიდად, გამორჩეული კონტენტისა და გასართობი პროგრამების მომზადებას ცდილობენ. თავის მხრივ, მაყურებლებიც ახალ საშუალებებს ეძებენ, რომ სასურველ კონტენტს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას უყურონ ტელევიზორში, მობილური აპლიკაციებით, თუ ინტერნეტით. მედია ხშირად იყენებს Google Ad-ს საკუთარი ვიდეოკონტენტის მონეტიზებისთვის. “გუგლმა”, თავის ბლოგში გადაწყვიტა განეხილა, როგორ იცვლება სატელევიზიო ლანდშაფტი და რა ელის მას 2019 წელს.

mBank QR
mBank QR

სატელევიზიო და ციფრული კონვერგენციის (Convergo – თანხვედრა) ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები

“გუგლის” ბოლოდრინდელ კვლევით რეპორტში, რომელიც სატელევიზიო და ციფრულ მაუწყებლობას ეხება, კომპანიამ შეისწავლა, რომ სატელევიზიო ინდუსტრიის წარმომადგენლები მზად არიან ამ სფეროს ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, თუმცა ნაკლებ მზაობას გრძნობენ სარეკლამო გაყიდვისა და საშემოსავლო მოდელების, გაყიდვების წარმოებისა და შეფასების მხრივ. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მოიცვან უფრო მეტი გაჯეტი, პლატფორმა და ციფრული სერვისი. მხოლოდ გასულ წელს, რეკლამამ, რომელსაც ტელევიზია Ad Manager-ის საშუალებით ავრცელებდა, 80%-ით იმატა.

2019 წელს, “გუგლის” ვარაუდით, ტელევიზია და ციფრული სამყარო უფრო მეტად შეერწყმება, ხოლო კონტენტი და სერვისი კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული მომხმარებელზე.

ეფექტური ფუნქციები კომერციული მიზნების მისაღწევად

“გუგლის” თქმით, მისი პარტნიორები, Ad Manager-ის საშუალებით, სატელევიზიო პროდუქციას უწყვეტად და პერსონიზებულად აწვდიან. თანაც პროცესი გაზომვადია. რეკლამა დინამიკურად მიეწოდება მსოფლიოს უდიდეს ღონისძიებებზე, როგორებიცაა: ბეისბოლი, ფეხბურთი და სხვა. Smart Ad Breaks-ის საშუალებით, შესაძლებელია მოგებიანობის გაზომვა, კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი რეკლამის მიწოდება.

2019-ში “გუგლი” თავის სატელევიზიო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სატელევიზიო და ციფრული რესურსებისა და ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე.

Google მაუწყებლობისა და გასართობი პროგრამების უმსხვილეს არხებთან თანამშრომლობს. ნოემბრის ბოლოს, კომპანიამ “დისნეისთან” გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. ეს ნიშნავს, რომ Google “დისნეის” ისეთ ბრენდებს გაუკეთებს რეკლამას რამდენიმე არხის საშუალებით, როგორებიცაა ABC, ESPN, Marvel, Pixar და Star Wars. “დისნეი” დაუბრკოლებლად შეძლებს რეკლამის გავრცელებას ინტერნეტში, მობილურ აპლიკაციებში, საკაბელო არხებსა და პირდაპირი ტრანსლაციისას. Google თანამშრომლობს მეხიკოს სატელეკომუნიკაციო პროვაიდერთან Totalpay. მის პარტნიორთა რიცხვს შეუერთდნენ გლობალური არხები: Univision, CheddarTV, Major League Baseball, National Hockey League. “გუგლის” განცხადებით, მისი პარტნიორები უწყვეტი და ინდივიდუალური კონტენტის გაშუქებას შეძლებენ.

2019 წელს, კომპანია მომავლის ტელევიზიაზე იმუშავებს. Google გეგმავს სატელევიზიო სივრცეში გაუმჯობესებული სატელევიზიო სისტემების კომიტეტის სტანდარტი ATSC 3.0 და ჰიბრიდული მაუწყებლობა HbbTV დანერგოს. ამგვარად, ციფრული და სატელევიზიო მაუწყებლობა მაქსიმალურად დააახლოვოს ერთმანეთს.

წყარო: blog.google.com

განხილვა