in

Google არსებობის 25 წლის იუბილეს სიმბოლური სურათებით აღნიშნავს

Google-ის გავლენა იმდენად დიდია, რომ თანამედროვე ისტორიაში მიმდინარე ყველა მოვლენის ავტომატურ ამსახველად იქცა — ყველა დეტალი აქ იყრის თავს, რაღაცის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც. ან წარმოგიდგენიათ ერთი დღის გატარება საძიებო სისტემის გარეშე? ალბათ, არა, მაგრამ სულ რაღაც 25 წლის წინ ეს სისტემა არ არსებობდა — მისი შექმნის შემდეგ კი ტექნოლოგიურმა გიგანტმა ყოველდღიური ცხოვრების ტრაექტორია განსაზღვრა. 

25 წლის იუბილეს გუგლი 2023 წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს, თუმცა Google Japan-მა უკვე ორი თემატური ფონური სურათი შექმნა, რომლებიც კომპანიის წარსულის ელემენტებითაა გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები პიქსელის სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი, სხვა ანდროიდის მომხმარებლებიც შეძლებენ გამოყენებას.

პირველ ვარიანტში წარმოდგენილია გრაფიკული ნახატები, რომლებიც საძიებო სისტემის საწყის ეტაპებსა და იმ დროისთვის აქტუალურ თემებზე მიანიშნებს. ასევე, მრავალ კატეგორიას მოიცავს, რაც Google Search-ის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. ამ შემთხვევაში აიკონები გუგლის ფერთა გამითაა წარმოდგენილი; ხოლო მეორე ვერსიაში შენარჩუნებულია გამოსახულებები, მათი კონტური კი შავშია გადაწყვეტილი.

ორივე ფონი ასახავს Google-ის თემატიკის ობიექტებს, როგორიცაა Chrome Dino, 1998 (კომპანიის დაარსების წელი), Chromebook, Pixel ტელეფონი, googol და დამფუძნებლების, სერგეი ბრინის და ლარი პეიჯის პორტრეტი…

Nike ყველა ჩვენგანის სპორტულ ცხოვრებას აღიარებს

GEELY Auto-ს წლიურმა ანგარიშმა, 1,5 მილიონი გაყიდული ავტომობილით, კომპანიის დასახულ გეგმებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა