in

Google ორ ფაქტორიანი ავტორიზაციის ავტომატურ გააქტიურებას იწყებს!

მოემზადეთ – თქვენი ანგარიშების დაცვის დროა…

veon
veon

მალე Google თავის მომხმარებლებს “აიძულებს” 2 ეტაპიანი ავტორიზაცია გაიარონ – ანუ,  უსაფრთხოების დამატებითი ფენა, რომელსაც შეუძლია, მომხმარებლები პირადი მონაცემების ხელყოფისა თუ სხვა დარღვევებისგან დაიცვას.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ “პაროლის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით მიიღო, რომელიც ყოველწლიურად მაისის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. ეს სიმბოლური დღე ძირითადად იმის გამოხატვას ეთმობა, რომ მომხმარებლები ნაკლებად დაცულები არიან “პაროლების სამყაროში”…

როგორც კომპანია აცხადებს, ავტომატური ორ ფაქტორიანი (2FA) ავტორიზაცია უახლოეს მომავალში დაიწყება იმ ანგარიშებისთვის, რომლებიც სათანადოდ არ არის კონფიგურირებული. (თქვენი ანგარიშის სტატუსის შემოწმება აქ შეგიძლიათ).

“შესაძლოა, ეს ვერ გააცნობიეროთ, მაგრამ პაროლები ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ონლაინ უსაფრთხოებისთვის – მათი მოპარვა ადვილია, დამახსოვრება – ძნელი და მართვა – მოსაწყენი” – ამბობს მარკ რიშერი, პროდუქტის მენეჯმენტის დირექტორი. სწორედ ამ პრობლემების თავიდან აცილებას ემსახურება ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია – უმეტეს შემთხვევაში ვერავინ შეძლებს პირად ანგარიშში შესვლას.

კომპანია წლების განმავლობაში ხვეწდა პროცესებს, რათა 2FA ნაკლები დაბრკოლება ყოფილიყო, თუმცა მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, მაინც საკმაო პრობლემებს ქმნის. ორ ფაქტორიანი ავტორიზაციის მქონე მომხმარებლები შესაბამის კოდს SMS-ის სახით, ხმოვანი ზარით ან Google-ის აპლიკაციით იღებენ. გარდა ამისა, ავტორიზაციისთვის სანდო მოწყობილობების გამოყენებაც არის შესაძლებელი.

17 წლით უკან რომ დავიხიოთ, ბილ გეითსის წინასწარმეტყველება გაგვახსენდება, რომლის თანახმადაც, პაროლები უახლოეს მომავალში უნდა გამქრალიყო… თუმცა ასე არ მოხდა – ამის ნაცვლად, კიდევ უფრო მრავალფეროვანი, სხვადასხვა კომბინაციების პაროლები იქმნება, მაგრამ მაგრამ 2FA უფრო ფართოდ არის მიღებული.

Microsoft-ის რჩევით, გარდა ორ ან მულტიფაქტორიანი იდენტიფიკაციისა, აუცილებელია, თქვენი პაროლები რამდენიმე თვეში ერთხელ შეცვალოთ.

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ვინ შეაფასებს YOUNG LIONS GEORGIA-ს მონაწილეებს? ცნობილია ჟიურის წევრების ვინაობა!