in

Google-მა 3 ახალი AI მოდელი გამოუშვა!

ამბავი ასეთია: Google-მა ახალი ღია გენერაციული AI მოდელების ტრიო შემოგვთავაზა, რომელსაც მეტად უსაფრთხო, გამჭვირვალე და პატარა მოდელებად აღწერს — გულწრფელები რომ ვიყოთ, თამამი განაცხადია…

ისინი Gemma 2-ის გენერაციული მოდელების ოჯახს დაემატება, რომლის დებიუტიც, თავის მხრივ, მაისში შედგა. ახალი მოდელები Gemma 2 2B, ShieldGemma და Gemma Scope ერთმანეთისგან კი განსხვავდება, მაგრამ უსაფრთხოების საკითხი ნამდვილად აერთიანებთ. 

Gemma 2 2B მსუბუქი მოდელია გასაანალიზებელი ტექსტის გენერირებისთვის, რომელსაც შეუძლია მრავალ მოწყობილობაზე იმუშაოს, ლეპტოპებისა და თანამედროვე გაჯეტების ჩათვლით. კონკრეტული კვლევისა და კომერციული აპლიკაციებისთვისაც აქვთ ლიცენზია, მისი ჩამოტვირთვა კი ისეთი წყაროებიდანაა შესაძლებელი, როგორებიცაა Vertex AI მოდელის ბიბლიოთეკა, მონაცემთა მეცნიერების პლატფორმა Kaggle და Google-ის AI Studio-ს ინსტრუმენტთა ნაკრები.

რაც შეეხება ShieldGemma-ს, უსაფრთხოების მოყვარული ადამიანებისთვისაა, ცდილობს, ისეთი საკითხები ამოიცნოს, როგორებიცაა სიძულვილის ენა, ჩაგვრა და სექსუალური შევიწროების კონტენტი.

დაბოლოს, Gemma Scope-ზე უნდა გესაუბროთ, რომელიც დეველოპერებს Gemma 2 მოდელის დახმარებით კონკრეტული წერტილების მიახლოების საშუალებას აძლევს და შიდა სამუშაოებს მეტად განმეორებადს ხდის. გუგლი კი მას ასე აღწერს:

Gemma Scope სპეციალური ნერვული ქსელებისგან შედგება, რომლებიც გვეხმარება, Gemma 2-ის მიერ დამუშავებული რთული ინფორმაცია ადვილად გასაანალიზებელ და გასაგებ კონტენტად ვაქციოთ. ამ გაფართოებული ხედვის შესწავლით, მკვლევრებს ღირებული ინსაითების მიღება შეუძლიათ იმაზე, თუ როგორ ადგენს Gemma 2 შაბლონებს, ამუშავებს ინფორმაციებს და აკეთებს პროგნოზებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ღია მოდელები გენერაციულ AI-ს მეტად ხელმისაწვდომს ხდის პატარა კომპანიებისთვის, მკვლევრებისთვის, არასამთავრობოებისა და ცალკეული დეველოპერებისთვის…

ციფრული მომსახურების განახლებული არხები და განსხვავებული სამომხმარებლო გამოცდილება ტერაბანკისგან

ადიდასი, ჰიუნდაი, ჟოზე მოურინიო და ჯილდოები! – კამპანიები, რომლებზეც ბასკი ასათიანმა იმუშავა