in

Google 3D ზარების ჯიხურებს რეალურ სამყაროში ცდის

მაშინ, როცა Meta VR ყურსასმენების გაკეთებისა და მეტავერსში შესვლისკენ გვიბიძგებს, Google ცრუ რეალობის ექსპერიმენტებს აგრძელებს და Project Starline-ის ჰოლოგრაფიულ ვიდეო ჩათის პროექტს წარმოგვიდგენს. ვიდეო ზარების ჯიხური 3D გამოსახულებებს, მაღალი გარჩევადობის კამერებს, სენსორებსა და სინათლის დისფლეის იყენებს, რათა ეკრანის ორივე მხარეს მომხმარებლებს ცოცხალი გამოცდილება შეუქმნას. მას Salesforce, WeWork, T-Mobile და Hackensack Meridian Health უკვე რეალურადაც კი გამოცდის. 

ხოლო, თუ აქამდე 3D დარეკვის ჯიხურების პოვნა მხოლოდ Google-ის აშშ-ის ოფისებში იყო შესაძლებელი, წლის ბოლოსთვის ზემოთ აღნიშნულ კომპანიებში უკვე პროექტ Starline-ის პროტოტიპების ნახვა შეიძლება. ამასთან, Google-მა მედიის, ჯანდაცვისა და საცალო ვაჭრობის სფეროდან 100-ზე მეტი მწარმოებელი პარტნიორი მოიწვია, რათა ტექნოლოგიის შესახებ უფრო მეტი უკუკავშირი მიიღოს. დიახ, ადრეული წვდომის ახალი პროგრამის ამოქმედებით, ამ პარტნიორებს შეეძლებათ, ტექნოლოგია საკუთარ ოფისებში გამოცადონ და Google-ს საკუთარი აზრიც გაუზიარონ. 

საინტერესოა ისიც, რომ ადამიანები, რომლებმაც უკვე გამოცადეს ის, ტექნოლოგიას რეალურსა და შთამბეჭდავს უწოდებენ… მიუხედავად ამისა, ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად შეძლებს Google მის კომერციალიზაციას, რა დაუჯდებათ ბიზნესებს ამ ტექნოლოგიის შეძენა ან საერთოდ არის თუ არა მოთხოვნა მსგავსი ტიპის ტექნოლოგიაზე, როცა მსოფლიოში Zoom-სა და Google Meet-ს ვირტუალური შეხვედრებისთვის საკმაოდ კარგ გადაწყვეტილებად თვლიან. 

თუმცა Starline-ის ტექნოლოგია სხვა ტიპის ვირტუალური რეალობისთვის არის საინტერესო, სადაც ადამიანები ავატარებით კი არ არიან წარმოდგენილნი, არამედ რეალურ მეს აჩვენებენ. მაშინ, როცა მეტა არკვევს, როგორ დაამატოს VR-ში ფეხები თქვენს სხეულს, Google მუშაობს, რათა წარმოადგინოს ადამიანი ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. 

მეტიც, ეს ტექნოლოგია ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის დროს განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს — Starline-ს შეუძლია გადალახოს უფსკრული პირად შეხვედრებსა და იმ ნაკლებად იდეალურ 2D ვიდეო ჩათის გამოცდილებას შორის, რომელიც დღეს გვაქვს.

დღევანდელ ციფრულ გარემოში კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ტექნოლოგია და ინსტრუმენტები, რათა დაეხმარონ თანამშრომლებს, იყვნენ უფრო პროდუქტიულები და ეფექტურები სამსახურში. Salesforce-ში მუდმივად ვიკვლევთ ახალ გზებს, რათა წარმოუდგენელი გამოცდილება მივაწოდოთ ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში. პროექტ Starline-ს აქვს პოტენციალი, რათა პირად და ვირტუალურ გამოცდილებას შორის ხიდის აშენებით კავშირები გააღრმაოს, — აცხადებს ენდი უაითი, Salesforce-დან. 

Kingston 35 წლისაა: 35 ფაქტი კომპანიაზე, რომელიც  ჩვენს კომპიუტერებს უფრო სწრაფს ხდის

როგორ შევქმნათ ვებგვერდი ელექტრონული კომერციისთვის?