Google Fonts დიზაინერებისთვის საჭირო რესურსია. ისინი თითქმის ყველა სახის სტილს აერთიანებს, მათი ჩამოტვირთვა უფასოა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი როგორც პერსონალურ, ასევე კომერციულ პროექტებში.
ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ ის არის, ამ დიდი არჩევანიდან რომელი გამოვიყენოთ. Google Fonts-ის ბიბლიოთეკაში ახლა 1700-ზე მეტი შრიფტია, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ყველა მათგანის გარჩევას დიდი დრო დასჭირდება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე აღიარებულ ფონტს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ.
Noto Sans Mono არის მონოსივრცული, sans-serif დიზაინი, რომელიც იდეალურად მუშაობს ფიქსირებულ სიგანეზე. მისი ფორმები მიმსგავსებულია საბეჭდი მანქანის შრიფტს, რომლებიც ასოებს რაღაცნაირად, პერსონალობას ანიჭებს. ასევე, ის გამოიყენება პროგრამისტების მიერაც.
შრიფტი მოიცავს ლათინურ, კირილიცას და ბერძნულ დამწერლობას, ასევე, სხვადასხვა სიმბოლოს.
უკვე წლებია, ეს ფონტი განსაკუთრებით პოპულარულია და ლიდერობს Google Font-ის ჩამოტვირთვების რეიტინგში. ეს sans-serif Google Font შეიქმნა კრისტიან რობერტსონის მიერ თავად Google-ისთვის Android-ის სისტემის შრიფტად გამოსაყენებლად. მას აქვს 12 განსხვავებული სტილი.
არგენტინელი დიზაინერის, ჯულიეტა ულანოვსკის მიერ შექმნილი Montserrat-ის ფონტი, ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე ძველი უბნის სახელის ინსპირაციითაა ნაკარნახევი. იგი მოიცავს 18 სტილს, რაც უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ.
Work Sans არის შრიფტი, რომელიც ადრეულ გროტესკულ სტილზეა დაფუძნებული. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ბეჭდვით, ასევე ვებდიზაინში, ის ოპტიმიზებულია ნებისმიერი ეკრანის გარჩევადობისთვის.
Archivo Narrow არის გროტესკული sans-serif შრიფტების ოჯახი, რომელიც შექმნილია ბეჭდვით და ციფრულ პლატფორმებში ერთდროულად გამოსაყენებლად. ის მოგვაგონებს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ამერიკულ შრიფტებს. შექმნილია Omnibus-Type-ის მიერ მაღალი ხარისხის ტიპოგრაფიისთვის და მხარს უჭერს 200-ზე მეტ მსოფლიო ენას.
ეს არის ფონტი, რომელიც მიზანშეწონილია აპლიკაციისა და ვებინტერფეისებისთვის, სადაც სიცხადე და ეფექტურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შრიფტების ეს ოჯახი შეკვეთილი იქნა ამავე სახელწოდების იაპონური კომპანიისთვის, ბლოკჩეინის სპეციალისტებისთვის, რომლებიც ყველაზე ცნობილნი არიან მსოფლიოში პირველი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შექმნის გამო.
შექმნილია Dalton Maag-ის დიზაინის სტუდიის მიერ. ეს sans-serif შრიფტი იყენებს OpenType-ის ფუნქციებს და იდეალურია მენიუების, ღილაკებისა თუ დიალოგებისთვის.
როგორ გადმოწეროთ Google Font-ები?
გადადით Google Fonts-ის ვებსაიტზე და აირჩიეთ შრიფტი, რომლის ჩამოტვირთვაც გსურთ. აირჩიეთ “download family” ან მხოლოდ ერთი სტილი, რომელიც მოგწონთ. Windows-ში Google Fonts-ის დასაინსტალირებლად, გადმოწერილი ფაილი გაუშვით ინსტალაციაზე, Mac-ზე დაგჭირდებათ შრიფტის ფაილის გახსნა, Font Book-ზე გადასვლა და შემდეგ – Install in Font Book.