in

„შემიძლია, შევიცვალო?“ — A Year in Search 2022-ის მთავარი კითხვა

რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რას „გუგლავდა“ მსოფლიო მთელი წლის განმავლობაში. ახლა კი კომპანიამ, ყოველწლიური კამპანია Google Search Year-ის მეშვეობით, უნივერსალური ტენდენცია წარმოგვიდგინა ჩვევების შეცვლისა და მიზნების მიღწევის ბედნიერებაზე.

Google Brand Studio და Trends Data გუნდების მიერ შექმნილი კამპანია მსოფლიოს 74 ქვეყანაში მიმდინარეობს. ის სტანდარტული გლობალური ტენდენციების სიას ლოკალურთან აერთიანებს. ამასთან, კამპანიას თან ახლავს ვიდეოც, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს მოიცავს — აქ ონლაინ ინფლუენსერები კარიერული ცვლილებების შესახებ საუბრობენ. მაგალითად, სერენა უილიამსის ბოლო მატჩის და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდის ჩვენების დროს ეკრანზე გამოჩენილი საძიებო ზოლი გვეკითხება: „შემიძლია, შევიცვალო?“

ცვლილებების ძიებაში

A Year in Search ყოველწლიური გზავნილია მსოფლიოსადმი. „რთული ორი წლის შემდეგ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პრობლემების მიუხედავად, ბევრი ნათელი მომენტიც გვქონდა. სწორედ ეს დაგვეხმარა გზის გაკვლევაში. ჩვენი კამპანიის მიზანი კი ამ გზავნილის გაძლიერებაა“, — ამბობს Google-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, C.K. Walker.

VENDOO-სა და Visa-ს 2022 წლის შეჯამება

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა