in

Google რეკლამის გაზომვის ახალ ხელსაწყოს უშვებს

როგორც ვიგებთ, Google-მა რეკლამის გაზომვის ინსტრუმენტი შექმნა, რომელიც მარკეტერების პირველი მხარის მონაცემებს უკავშირდება. ის იმისათვისაა შექმნილი, რომ ბრაუზერის ქუქიებისა და სხვა მონაცემების ხელსაწყოების გარეშე იმუშაოს, რომლებიც შედეგებს ძველი მეთოდებით ზომავენ. 

Google Ads Data Manager მომდევნო წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა მას Google Ads-ის გარდა, კომპანიის სხვა პლატფორმებზეც შეხვდებით, რადგან იგი აგრძელებს პირველი მხარის მონაცემების გამოყენებისა და მენეჯმენტის გამარტივებას. რეკლამის განმთავსებლები მონაცემთა წყაროების შესახებ გაიგებენ და მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობასაც უზრუნველყოფენ, რადგან სარეკლამო ინდუსტრია ახალ წელს იწყებს — 2024 წლის პირველ ნახევარში გუგლი Chrome-ის მომხმარებლების 1%-ს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს მოუხსნის.

დროთა განმავლობაში კი რეკლამის განმთავსებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ მონაცემთა მრავალ წყაროს, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტისა (CRM) და მომხმარებელთა მონაცემების პლატფორმების (CDP) ჩათვლით. ასევე, ისეთი მონაცემების წყაროებს მოიცავს, როგორებიცაა ActiveCampaign თუ Pipedrive. ამას ემატება მარკეტინგული ტექნოლოგიები — მათ შორის Shopify Audiences. ხელმისაწვდომი გახდება მონაცემთა შენახვის სისტემებიც Lytics და Zapier.

Google-ს სურს, ის პლატფორმა იყოს, რომელიც ყველა ტიპის მონაცემებზე უზრუნველყოფს წვდომას ერთი ინტერფეისით. ასევე, ადგილი, სადაც ანალიტიკოსებს ახალი მონაცემთა კავშირების შექმნა შეეძლებათ, მარკეტერებს კი დისკრეტული მონაცემების გამოყენება, რათა გაზომონ, მაგალითად, რამდენ ადამიანს მისწვდნენ რელევანტური რეკლამებით, — განმარტავს კამალ ჯანარჰანი, გუგლიდან.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრენდებსა და სააგენტოებს უჭირთ ისეთი ტექნოლოგიების აგება, რომლებიც მოიცავს მომხმარებელთა ინფორმაციებს. ბევრისთვის კი კიდევ უფრო რთული მარკეტინგულ კამპანიებში ამ მონაცემების გამოყენებაა… ამგვარად, თუ Google Ads Data Manager წარმატებული იქნება, მომხმარებელთა ინტერაქციების გაზომვაც გამარტივდება. 

მართალია, პლატფორმა არ ცვლის იმ გზას, რომლითაც დღეს გუგლის პროდუქტები მუშაობს, მაგრამ იგი ნამდვილად ამარტივებს მათი გამოყენების პროცესს რეკლამის განმთავსებლებისთვის… 

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ახალი წამოწყება – ინოვაციური სერვისები ეკოსისტემისთვის

7 რჩევა პიარისთვის 2024 წელს