Google-მა სულ ახლახან გვაცნო, რომ Gemini, რომელიც თავისივე მულტიმოდალური LLM-ების ოჯახს წარმოადგენს, უკვე Google Ads-ის პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. თანაც სასაუბრო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამის განმთავსებლებს გაუმარტივდებათ Search ad კამპანიების შექმნა და მასშტაბირება.
ე. წ. საუბრის გამოცდილება კი იმისთვისაა, რომ ჩატზე დაფუძნებული ხელსაწყოებით Search-ის კამპანიების შექმნაში დაეხმაროს მომხმარებლებს. ხელსაწყო ვებგვერდის URL-ს იყენებს, რათა შექმნას Search კამპანიები რელევანტური სარეკლამო კონტენტის გენერირებით, მათ შორის ქივორდებისაც. იგი გენერაციული AI-ს დახმარებით თქვენს კამპანიაზე მორგებულ სურათებს შემოგთავაზებთ და ამასთან, სურათებს თქვენი ვებგვერდიდან. თანაც გუგლი გვეუბნება, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ყველა სურათი სწორედ ასე იპოზიციონირებს. ხოლო რეკლამის განმთავსებლებს საშუალება ექნებათ, სურათებსა და ტექსტს მანამ გადახედონ, სანამ კამპანიას ჩაუშვებენ.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვტესტავდით სასაუბრო გამოცდილებას რეკლამის განმთავსებლების პატარა ჯგუფში. დავადგინეთ, რომ იგი ეხმარება მათ უკეთესი ხარისხის Search კამპანიების შექმნაში ნაკლები ძალისხმევით“, — განმარტავს შაში თაკური, Google Ads-ის GM.
ახალი ხელსაწყო გუგლის სხვა AI ინსტრუმენტებს შეუერთდება, რომლებიც სპეციალურად რეკლამის განმთავსებლებისთვის შეიქმნა. აქ აღსანიშნავია Product Studio, რომლის ხელსაწყოებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ტექსტის სურათებად გარდაქმნის AI უნარები გამოიყენონ, რათა პროდუქტის ახალი ფოტო უფასოდ, თავიანთი მოთხოვნის შესაბამისად, შექმნან. ეს ხელსაწყოები რეკლამის განმთავსებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაბალი ხარისხის ფოტოები გააუმჯობესონ და სურათის ფონზე არასაჭირო ელემენტებიც წაშალონ.
ფუნქციაზე წვდომა ბეტა რეჟიმში უკვე მიიღეს ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებმა, მომდევნო კვირებში კი იგი ყველა ინგლისურენოვანი რეკლამის განმთავსებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ხოლო უკვე მომდევნო თვეებში ინგლისურს სხვა ენებიც დაემატება…