in

Google ახალ AI Art Generator-ს უშვებს

Google DeepMind-ს სურს, ადამიანებს თავიანთი შემოქმედებითი იდეების გაცოცხლებაში დაეხმაროს… ImageFX ახალი AI ხელოვნების გენერატორია, Imagen 2-ის მოდელზეა აგებული და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან შედევრები ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე. Midjourney-ისა და DALL-E 3-ისგან „ექსპრესიული ჩიპები“ გამოარჩევს — საკვანძო სიტყვებს სთავაზობს მომხმარებლებს, რათა მათ შთაგონების წყაროს პოვნაში დაეხმაროს.

ImageFX შემოქმედებითი თავისუფლების იდეის ირგვლივაა შექმნილი, ეს ექსპრესიული ჩიპები კი მეტად სიღრმისეულ და მრავალგანზომილებიან პროცესს უზრუნველყოფს. ხოლო, რადგან მომხმარებლებს ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი აქვთ, ყველაფრის კონტროლი თავადვე შეეძლებათ.

როგორც ბლოგპოსტიდან ვიგებთ, ImageFX-ს სურათებში სიტყვების წერა შეეძლება, ეს კი ის არის, რაც გენერაციულ AI-ს საკმაოდ უჭირდა… თუმცა შესაძლებელია Imagen 2-ზეც, რომლითაც გასულ წელს ლოგოებისა და ტექსტების შედგენის საშუალებაც მოგვცეს. რაც შეეხება ეთიკურ საკითხებს, პლატფორმა კრძალავს ძალადობრივ, შეურაცხმყოფელ და სექსუალური ხასიათის სურათების შექმნას. ფილტრიც კი ექნება, რათა თავიდან აირიდოს საჯარო ფიგურების სურათების გენერირება.

აქვე უნდა გესაუბროთ SynthID-ზეც — ეს ციფრული ნიშანია, რომელიც AI-ის მიერ გენერირებული სურათების ავთენტურობის უზრუნველსაყოფად შემოგვთავაზეს. ჩვენი თვალისთვის კი შეუმჩნევლად შეიძლება დარჩეს, მაგრამ არა ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Google Search და Chrome. 

ImageFX ამჯერად ამერიკაში, კენიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაშია ხელმისაწვდომი, თუმცა მალე ჩამონათვალს ახალი ქვეყნებიც დაემატება.

#სადანროგორ გავერთოთ 2-4 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი

ნახეთ: პოლ მაკ-კარტნის მიერ ასახული „ბიტლზების ეპოქა“