in

Google ახალ AI ფუნქციებზე საუბრობს

Briano.ai
Briano.ai

ყოველწლიურ Google Marketing Live (GML) კონფერენციაზე ტექნოლოგიურმა გიგანტმა რამდენიმე AI ფუნქციის შესახებ განაცხადა, რომლებიც ძიებისა და რეკლამირების გამოცდილებებს გააუმჯობესებს. ახალი ხელსაწყოები მარკეტერების დახმარებას ისახავს მიზნად, რათა შექმნან რეკლამები, რომლებიც ონლაინ ძიებისას უფრო მიიპყრობს ყურადღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ გენერაციული AI-ის ინტეგრაცია სარეკლამო მომსახურებებში მთავარ პრიორიტეტად იქცა კომპანიისთვის.

თანაც გუგლმა იმ რეკლამების ტესტირებაც დაიწყო, რომლებიც Search Generative Experience-ის (SGE) შედეგებში, მის ზემოთ და ქვემოთ გამოჩნდება — გუგლის ექსპერიმენტულ პროგრამაში, რომელიც AI-ს ბუნებრივ ენაზე პასუხების შესაჯამებლად იყენებს და მომხმარებლებს ბმულების გრძელ სიას არ აწვდის. ეს იმას ნიშნავს, რომ  მომხმარებლები, რომლებიც ეძებდნენ გზებს მაისურიდან წითელი ღვინის ლაქის ამოსაყვანად, მალე ნახავენ რეკლამებს, რომლებიც ლაქების მოსაშორებელ სითხეებს ეხება. 

წინ მივიწევთ, ვაგრძელებთ ახალი ფორმატების გატესტვას და ვცდილობთ მათგან სწავლას, ვიღებთ უკუკავშირს რეკლამის განმთავსებლებისა და ინდუსტრიისგან, — აცხადებენ კომპანიაში. 

კიდევ ერთი ახალი ფუნქცია კი რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას მისცემს, ერთი სურათისგან, იქნება ეს ფოტო, ილუსტრაცია თუ AI-ის მიერ გენერირებული სურათი, მოკლე და მარტივი ანიმაციები შექმნან. აღნიშნული ხელსაწყო კი Google-ის Product Studio-ს ნაწილი იქნება. რაღა თქმა უნდა, AI-ის მიერ გენერირებულ ყველა გამოსახულებას შესაბამისი ნიშნით შემოგვთავაზებენ.

მომავალში კი კიდევ ერთი ფუნქციის გაშვებას Performance Max-ით აპირებენ, კომპანიის AI სარეკლამო კამპანიის მენეჯმენტის პლატფორმით, რომელიც 2021 წელს ჩაუშვეს. მოკლედ რომ ვთქვათ, კრეატორებს მისცემს საშუალებას, გამოიყენონ ბრენდის ფონტები და ფერთა სქემები რეკლამების შექმნისას. 

როგორც Google Marketing Live-დან გავიგეთ, კომპანია კიდევ ერთ ახალ ფუნქციას ტესტავს საძიებო გამოცდილებისთვის, რომელიც განცხადების თანახმად, დაეხმარება ადამიანებს კომპლექსური ყიდვის გადაწყვეტილებების მიღებაში. უფრო კონკრეტულად, ეს ფუნქცია Google AI-ის გამოიყენებს ოთახის ფოტოს გასაანალიზებლად, შემდგომ კი ავეჯის ზომებს განსაზღვრავს და მათ ფასებსაც შესთავაზებს მომხმარებლებს. თუმცა, რადგან ფუნქცია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, მის შესახებ მეტს არაფერს ამბობენ…

დიახ, ასე Google ცდილობს, Microsoft-ს, Meta-სა და Adobe-ს გაუწიოს კონკურენცია. 

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის – თიბისი დაზღვევა

იაპონური მინიმალიზმი და შოტლანდიური წარმოშობა — Wildmoor-ის დიზაინი