in

Google უშვებს AI ფუნქციებს, რომლებსაც მომხმარებელი მალე შეიყვარებს

დღის განმავლობაში მინიმუმ ერთ ფოტოს მაინც ვიღებთ. ზოგიერთი კი საშუალოდ 20 ფოტოზეც ადის. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ, ერთი მხრივ, ფოტოებით ჩვენს მოგონებებს ვინახავთ, მეორე მხრივ კი, ეს ჩვენი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების საშუალებაა. თანაც, სმარტფონებმა ფოტოების გადაღება მარტივი, სახალისო და მოსახერხებელი გახადა. სტატისტიკის თანახმად, ყოველ წამს მსოფლიოში დაახლოებით 61,400 ფოტოს იღებენ. აქედან 94% სმარტფონებითაა გადაღებული.

ამ ყველაფერს ემატება ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებაც, რომელსაც პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ყოველდღიურად იყენებს (KPMG-ის გლობალური კვლევა).

დღესდღეობით ყველა ტექნოლოგიური კომპანია ცდილობს, უპასუხოს მოთხოვნებს და თავისი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები შექმნას. Google-მაც სულ ახლახან დანერგა ახალი ფუნქცია Android-ისა და iOS-ისთვის, რაც ფოტოდან ვიდეოზე გადასვლას გულისხმობს. ეს ახალი შემოქმედებითი ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ, თქვენს საყვარელ მოგონებებს ახალი სიცოცხლე შთაბეროთ. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ვიდეოები ფოტოებიდან, გარდაქმნათ სურათები ილუსტრაციებად და სხვა.

Gemini-ში ვიდეოგენერირების ხელსაწყოების წარმატებით გამოყენების შემდეგ Google-მა გადაწყვიტა, ეს ფუნქციები უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გაეხადა.

ამასთან, Google უშვებს კიდევ ერთ სახალისო ფუნქციას, სახელწოდებით „Remix“. ამ ხელსაწყოს საშუალებით შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეთ თქვენ, თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები კომიქსებში, ესკიზებში, ანიმეებსა და 3D ანიმაციებში. ის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის, თუმცა ამ ზაფხულს ელოდებიან.

ბიტკოინი განვადებით – Cryptal x „მერე“ ბარათი

„თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის – დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია