დიდი ხნის მანძილზე სალვადორ დალის სიურრეალისტური კინემატოგრაფიული იდეა Giraffes on Horseback Salad შეუძლებლად მიიჩნეოდა, თუმცა, ახლა AI ეპოქაში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ამბავი ასეთია: 1937 წლიდან დღემდე დაგროვილი ჩანაწერებისა და სკეტჩების დახმარებით, იდეა, Goodby Silverstein & Partners-სა და ფლორიდის Dalí Museum-თან ერთად, გუგლის ვიდეო მოდელმა გააცოცხლა.
დალის ეს სიურრეალისტურ სპექტაკლად წარმოედგინა, რომელიც ცოტათი „გიჟური“ იყო იმდროინდელი ჰოლივუდისთვის… კონცეფციის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელსაც ქალი შეუყვარდება საოცნებო სამყაროდან. როცა მათი რეალობები ერთმანეთს ხვდება, ფანტაზია და ნგრევა ესთეტიკურ ქაოსსა და უსაზღვრო სილამაზეს წარმოქმნის, რომელიც, თავის მხრივ, დალის შემოქმედებას განსაზღვრავს. თუმცა, ეს პროექტი აქამდე არასდროს გასცდენია სკეტჩებს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კი თავადვე ვხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია…
„სალვადორ დალიმ თქმა, რომ იგი მისი სიტყვების გამო უფრო ემახსოვრებოდათ, ვიდრე ნახატების. ეს ტექნოლოგია, რომელიც პატივსაცემი არტისტების ხელში მოექცა, საშუალებას გვაძლევს, დალის წარმოსახვითი სამყარო, რომელიც მხოლოდ ენით შემოიფარგლებოდა, ხილვადი გავხადოთ“, — განმარტავს ჰენკ ჰაინი, დალის მუზეუმის ხელმძღვანელი.
ამგვარად, Veo 2-ის დახმარებით დალის თავდაპირველი იდეა კინემატოგრაფიულად გააცოცხლეს ხელსაწყოებით, რომელთაც არსებული ლოგიკის გაცოცხლება და მისი დალის სიურრეალისტურ ვიზუალურ ენაზე მორგება შეეძლო.
„დალის იმდენად სიურრეალისტური ფილმი წარმოედგინა, რომ არც განხორციელებულა მის სიცოცხლეში. ახლა კი Veo 2-ისა და Imagen 3-ის საოცარი შესაძლებლობებით, ამ ხედვის გაცოცხლება შევძელით, ასლის შექმნა კი არა, გაცოცხლება“, — აცხადებს ჯეფ გუდბი, Goodby Silverstein & Partners-იდან.