in

Google-ის AI მოდელი დაავადებებს სუნთქვისა და ხველის ხმებით დაადგენს

veon
veon

ხელოვნური ინტელექტისა და ჯანდაცვის სფეროს ურთიერთობებს კი ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ ახლა Google რევოლუციურ ნაბიჯს დგამს — ხელოვნური ინტელექტის მოდელი გაგვაცნო, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ მილიონობით დაავადება ხმის ანალიზის შედეგად დაადგინოს!

ამ ინოვაციურ სისტემას Health Acoustic Representations-ის (HeAR) მოდელს უწოდებენ, რომელიც ბიოაკუსტიკას ეყრდნობა, რათა ისეთი დაავადებების ადრეული ინდიკატორების ამოცნობა შეძლოს, როგორებიცაა ტუბერკულოზი და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. 

HeAR-ის მოდელი უდიდეს მონაცემთა ბაზას ეფუძნება, რომელიც 300 მილიონი 2-წამიანი აუდიო ჩანაწერებისგან შედგება. ეს ნიმუშები ხველას, დაცემინებას, სუნთქვის ტიპებსა და სხვა ბგერებს მოიცავს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი კონტენტით მიიღეს ისეთი პლატფორმებიდან, როგორიც YouTube-ია. სწორედ ეს უამრავი მონაცემი მისცემს AI-ს საშუალებას, თქვენს ხმაში მცირე ცვლილება შეამჩნიოს და დაავადების შანსებზე მიგითითოთ.

თანაც აღსანიშნავია, რომ მოდელის ტრენინგი 100 მილიონ ხველების ხმას მოიცავს, რომლებიც სპეციალურად ტუბერკულოზის დაავადების აღმოჩენისთვის არის გამიზნული. 

თუმცა HeAR-ის შესაძლებლობები კიდევ უფრო რომ გაეუმჯობესებინა, Google-მა Salcit Technologies-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა, ინდურ AI ჯანდაცვის სტარტაპთან — Swaasa-ს გვთავაზობს, მობილურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, 10-წამიანი ხველა ჩაწერონ ანალიზისთვის. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ჯანდაცვის სკრინინგი და ტუბერკულოზის დიაგნოსტირება, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც ნაკლები წვდომა აქვთ თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტირების ხელსაწყოებზე. 

ამგვარად, ამ ტექნოლოგიის გლობალური გავლენა ძალიან დიდია იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჯანდაცვა დაბალ დონეზეა. არც ეკონომიკური მხარე უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა: Swaasa-ს აუდიოზე დაფუძნებული ტესტი სულ რაღაც 2.40$ ღირს, როცა ინდოეთში არსებული სპირომეტრიული კვლევა 35$-ს შეადგენს. 

თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდ პოტენციალთან ერთად, HeAR მოდელის წინაშე არაერთი გამოწვევაა. მაგალითისთვის მკაფიო აუდიო ნიმუშების მოპოვება, ხმაურის გარეშე… მიუხედავად ამისა, მაინც სწამთ, რომ Google-ის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც განვითარებას განაგრძობს პარტნიორებთან ერთად, მომავალში რევოლუციას შემოგვთავაზებს დაავადებების დადგენასა და მათ მართვაში… 

NASA-მ ვარსკვლავების კლასტერის სურათი გამოაქვეყნა

Sony სამ ახალ თამაშს უშვებს