in

Google-ის „AI ნათლია” მოსალოდნელი ტექნოლოგიური საფრთხეების გამო სამსახურს ტოვებს!

როგორც ჩანს, წერილის ხელმომწერები არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც AI-სა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთოების საკითხებზე ღელავენ. მართალია, მათ შორის ჯეფრი ჯერ არ არის, მაგრამ იგი ამ საკითხზე მეტად მწვავედ რეაგირებს — კომპიუტერული მეცნიერი, რომელსაც ხშირად „ხელოვნური ინტელექტის ნათლიასაც“ უწოდებენ, სამსახურიდან წამოვიდა. 

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სწორედ ჯეფრი ჰინტონია ის ადამიანი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის ძირითადი ტექნოლოგია შექმნა და სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაჩვენა… თუმცა ახლა იმ რისკებზე საუბრობს, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპის გამო კაცობრიობის წინაშე დადგა. 

„შეხედეთ, როგორი იყო ის 5 წლის წინ და როგორია ახლა. დაინახეთ განსხვავება, ეს საშიშია. რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეგვიძლია ცუდ მოთამაშეებს ხელი შევუშალოთ, AI სისტემები ცუდი საქმეებისთვის გამოიყენონ“, — აცხადებს ჯეფრი.

მისივე თქმით, სწორედ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის არსებული კონკურენცია უბიძგებს კომპანიებს, ახალი AI ტექნოლოგიები გამოუშვან. თუმცა ეს უკვე სახიფათო ტემპით მიმდინარეობს, სამუშაო ადგილებს რისკის ქვეშ აყენებს და დეზინფორმაციის გავრცელებასაც უწყობს ხელს. თანაც, 2022 წლიდან Google-მა და OpenAI-მ ისეთი სისტემების შექმნა დაიწყეს, რომლებიც იმაზე დიდ მონაცემებს იყენებდა, ვიდრე ოდესმე. ეს სისტემები კი გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს ადამიანის ინტელექტს იმ უზარმაზარი მონაცემების გამო, რომლებსაც ისინი აანალიზებს.

სწორედ ამიტომ ფიქრობს ჯეფრი, რომ თუ AI აქამდე ადამიანების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, ახლა ჩეტბოტების სწრაფმა განვითარებამ მათი სამუშაოები რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს… როგორ ფიქრობთ, რა ელის AI-ს მომავალში? 

LinkedIn-ის AI ხელსაწყო სამოტივაციო წერილებს წერს

„ერთი დიდი სიამოვნების” ამბავი – „თოლიას” ნაყინის რეკლამა, რომელიც მალდივებზე გადაიღეს