Google უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებლების საძიებო ქცევა უფრო კომპლექსურ და არაპირდაპირ გზებზე გადააქვს და ეს იმ ბიზნესის ტრანსფორმაციასაც ნიშნავს, რომლის მთავარი საყრდენიც დღემდე Search-ია.
კომპანიის მიერ წარდგენილი ახალი სარეკლამო და კომერციული პროდუქტები აჩვენებს, როგორ ცდილობს ტექნოლოგიური გიგანტი ბრენდების გამოცდილება ახალ, უფრო conversational search ეპოქას მოარგოს, თან ისე, რომ AI აგენტებსა და ონლაინშესყიდვებს შორის არსებული ბარიერები მინიმუმამდე დაიყვანოს.
ამ ინსტრუმენტების ნაწილი რეკლამის განმთავსებლებს მარკეტინგულ შესაძლებლობებსაც აძლევს – Gemini-ზე დაფუძნებული სისტემებით, რომლებიც კამპანიების შექმნას, მართვასა და რეპორტინგს ავტომატიზებულსა და უფრო მარტივს ხდის.
Ask Advisor – AI აგენტი Google-ის ყველა მარკეტინგულ პლატფორმაში
ერთ-ერთი მთავარი სიახლეა Ask Advisor, რომელიც წლის ბოლოს გაეშვება და Google Ads-ის, Google Analytics-ის, Google Marketing Platform-ისა და Google Merchant Center-ის AI აგენტებისთვის ერთიანად იმუშავებს.
მაგალითად, თმის მოვლის ბრენდს, რომელსაც ახალი აუდიტორიის პოვნა სურს, Ask Advisor-ის გამოყენებით შეეძლება Merchant Center-დან პროდუქტის მონაცემების წამოღება და პარალელურად, Google Ads-ში კამპანიის გაშვება, პრაქტიკულად, ერთ მოქმედებაში.
ასევე, Ask Advisor-ს შეეძლება Google Ads-იდან და Google Analytics-იდან მონაცემების გაერთიანება და ავტომატურად performance report-ის მომზადება ისე, რომ მარკეტერს თითოეულ პლატფორმაში ცალ-ცალკე „ქექვა“ აღარ დასჭირდეს.
Asset Studio-ს Gemini Omni ემატება
Google ასევე აახლებს Asset Studio-ს – creative asset generation ჰაბს, რომელიც ბეტარეჟიმში გასული წლის აგვისტოში ჩაეშვა. მისი დახმარებით, ბრენდებს უკვე შეეძლებათ ბუნებრივი ენით აღწერონ თავიანთი მიზნები და პირდაპირ ატვირთონ მარკეტინგული ბრიფი Asset Studio-ში. ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად შექმნის ტექსტურ, ვიზუალურ და ვიდეომასალებს – სწრაფად და ბრენდის იდენტობასთან შესაბამისობაში.
Google Search სულ უფრო მეტად ხდება AI-first
რეკლამა conversational search-ის ეპოქაში
AI Mode-ში რეკლამების ინტეგრაციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, Google-მა ორი ახალი სარეკლამო ფორმატი წარადგინა: Conversational Discovery და Highlighted Answers. კომპანიის თქმით, ეს ფორმატები უკეთ ერგება იმ სამომხარებლო ქცევას, რომელიც chatbot-style ძიებამ შექმნა. AI Mode-ს უკვე მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს თვეში და ახლა ის Gemini 3.5 Flash მოდელზე გადადის.
Conversational Discovery მომხმარებლის რთულ და დეტალურ შეკითხვებს აანალიზებს, მაგალითად, სისტემა შესაბამისი ბიზნესებისგან ავტომატურად ქმნის რეკლამას, რომელიც კონკრეტულ კონტექსტს ერგება. თუ მომხმარებელი მოგზაურობამდე საუკეთესო აპლიკაციას ეძებს, შესაბამისი ბრენდები ამ სიაში შეიძლება რეკლამის სახით გამოჩნდნენ, თუმცა Google ხაზს უსვამს, რომ დასპონსორებული კონტენტი მკაფიოდ იქნება მონიშნული.
AI Shopping Ads და Business Agent for Leads
Google ასევე იწყებს AI-powered Shopping ads ფორმატს, რომელიც უფრო რთული და გააზრებული შესყიდვებისთვის შეიქმნა. რეკლამები მომხმარებლებს აუხსნის, რატომ არის კონკრეტული პროდუქტი საუკეთესო არჩევანი მათთვის.
Business Agent for Leads
კიდევ ერთი სიახლეა Business Agent for Leads, ბეტაპროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რეკლამიდან პირდაპირ AI აგენტთან დაიწყოს ჩატი.
მაგალითად, სტუდენტს, რომელიც უნივერსიტეტს არჩევს, შეუძლია რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ დაუყოვნებლივ ესაუბროს აგენტს, რომელიც მთლიანად advertiser-ის ვებსაიტის მონაცემებზეა გაწვრთნილი, ფორმების შევსების გარეშე.
Google AI-ს პირდაპირ ტრანზაქციებსაც უკავშირებს
Google-მა ასევე წარადგინა Universal Cart agentic shopping ინსტრუმენტი, რომელიც Search-ში, YouTube-სა და Gmail-ში იმუშავებს.
ტექბრენდი სვამს კითხვას, როგორ შეიძლება AI-მ მომხმარებელი უფრო სწრაფად მიიყვანოს გადახდამდე. ამისთვის Google აფართოებს Direct Offers-ს ფუნქციას, რომელიც გამყიდველებს საშუალებას აძლევს, AI Mode-ში პირდაპირ შეთავაზებები აჩვენონ, როგორიცაა ფასდაკლებები, კუპონები და სპეციალური შეთავაზებები.
ხოლო Gemini, მომხმარებლის ძიებიდან გამომდინარე, ყველაზე შესაბამის შეთავაზებებს ავტომატურად დააკომპლექტებს.
ფორმატი უკვე გამოიყენეს Gap-მა, L’Oréal-მა და სხვა ბრენდებმა. მომხმარებლებს კი, რომლებსაც პროდუქტების ყიდვა Google-ის ეკოსისტემაში არ სურთ, ნივთების პირდაპირ merchant-ის საიტზე გადატანაც შეეძლებათ.












