in

Google-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მექანიზმი თქვენს სმარტფონს “დერმატოლოგად” აქცევს

ის კანის, თმისა თუ ფრჩხილების სხვადასხვა პრობლემების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ

2021 წლის Google IO-ზე კომპანიამ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმი წარადგინა – ის, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და სმარტფონის კამერის მეშვეობით, კანის, თმისა თუ ფრჩხილების სხვადასხვა პრობლემების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ.

პრესრელიზის თანახმად “დერმატოლოგიის დამხმარე საშუალება ინტერნეტზე დაფუძნებული პროგრამაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის მისი ბეტა ვერსია ჩაეშვება მოხმარებაში”.

მისი გამოყენება ძალიან ადვილია – საჭიროა კანის, ფრჩხილის ან თმისთვის სურათის სამი, სხვადასხვა კუთხით გადაღება. ეს იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რა გაწუხებთ. შემდეგ კი, რამდენიმე შეკითხვას უნდა უპასუხოთ იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც ეს პრობლემა გაქვთ და სხვა რა სიმპტომები აღგენიშნებათ.

AI მიღებულ პასუხებს ინფორმაციული ბაზის ფარგლებში გამოიყენებს, რათა სავარაუდო თუ კონკრეტული დაავადებების ჩამონათვალი შემოგთავაზოთ, რომელთა სიმპტომებიც თქვენსას ემთხვევა. თითოეულ მათგანში დერმატოლოგის მიერ დაწერილი ინფორმაცია და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებია მოცემული.

ამასთან, ახლად შექმნილ ფუნქციას სხვადასხვა ფაქტორების დადგენა შეუძლია, როგორებიცაა სქესი, რასა, კანის ტიპი და ასაკი, რათა ზუსტი შედეგები მოგცეთ.

ახალმა გამოგონებამ კლინიკური დამტკიცება მიიღო ევროკავშირში და შეფასდა, როგორც “Class I medical” მოწყობილობა. თუმცა ჯერ კიდევ არ შეფასებულა სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. ასე რომ, ვიდრე მექანიზმი გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.

ბავშვის პირველი ნაბიჯი და დაფეთებული მშობლები, რომ ამ მომენტის აღბეჭდვა მოასწრონ

8-19 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის მესამე სეზონი გაიმართება