in

AI რობოტი, რომელმაც გადაადგილება თვითონ ისწავლა

veon
veon

თხის ნაშიერს, დაბადებიდან 10 წუთში შეუძლია ფეხზე დადგეს, შვიდ საათში კი ის სიარულსაც ახერხებს. ამ ორ მნიშვნელოვან ნაბიჯს შორის არის რამდენიმე ცდა იმისათვის, რომ კუნთები ამ ტიპის მოძრაობებს შეეჩვიოს. იგივეა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი რობოტიკის იდეაც. მაშინ, როცა ავტონიმიური რობოტები – თვითმართვადი მანქანები უკვე ცნობილი კონცეპტია, რობოტი, რომელიც ავტონომიურად სწავლობს – ჯერ კიდევ შორეული, განუხორციელებელი იდეაა. უკვე არსებული ალგორითმები, რომლებიც დასწავლასა და ნასწავლის განმტკიცებას უზრუნველყოფენ, ჯერ კიდევ საწყის სტადიაში არიან და რობოტის დასწავლის ნაწილში ჯერ კიდევ საჭიროა ადამიანის დიდი დოზით ჩართულობა. უფრო კონკრეტულად, მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა რობოტი ლაბორატორიაში გამოცდისას ეცემა, ის ვერ დგება ფეხზე თვითონ, მას სჭირდება ადამიანი, რომელიც მივა მასთან და წამოაყენებს.

ახალი კვლევა, რომელიც Google-ის, UC Berkeley-სა და Georgia Institute of Technology-ს მკვლევარებს ეკუთვნით, გვაჩვენებს გზას, თუ როგორ შეიძლება რობოტებმა ჩვენ გარეშე ისწავლონ გადაადგილება და მასთან დაკავშირებული ნიუანსები. მკვლევარების მიერ გამოყენებული ტაქტიკის (deep reinforcement learning) დახმარებით, მათ წარმატებით შეძლეს შეექმნათ AI რობოტი, რომელმაც წინ და უკან, ასევე მარჯვნივ და მარცხნივ სიარული მთლიანად თვითონ ისწავლა. აღსანიშნავია, რომ რობოტმა იგივე მოახერხა სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე გადაადგილების პირობებშიც – გამოცდილებაზე დაყრდნობით, დროთა განმავლობაში, სულ უფრო დაიხვეწა რობოტის გადააგილების ტაქტიკა. რობოტს სახელად Rainbow Dash-ს გადაადგილების თვითონ სასწავლად რამდენიმე საათი დასჭირდა.

აღნიშნული შედეგი ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ კვლევასაც ეყრდნობა. მაშინ მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს, თუ როგორ შეეძლო რობოტს რეალურ სამყაროში, თვითონ ესწავლა გადაადგილება. ეს მეთოდი სასარგებლოა სხვადასხვა AI რობოტის წვრთნის სტადიაზეც, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაზიანებები. სხვა მხრივ კი ასეთი თვითდასწავლის შესაძლებლობა რობოტებს მეტად ავტონომიურებს ხდის, რადგან მათ, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად შეეძლებათ სხვადასხვა გარემოში ადაპტირება და სხვადასხვა ზედაპირზე გადაადგილება.

თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურული ქალაქი“ გახდა

John Lewis-მა პირველი საგაზაფხულო კამპანია წამოიწყო