in

Google საძიებო შედეგებს AI-ით დაახარისხებს

თავდაპირველად გუგლმა AI მიმოხილვა შემოგვთავაზა უკეთესი შედეგებისთვის, ახლა კი ხელოვნურ ინტელექტს მიღებული პასუხების დასაორგანიზებლად გამოიყენებს. ამგვარად, ტრადიციული საძიებო ჩამონათვალის ნაცვლად, ახლა გუგლი შედეგებს ქვეკატეგორიებად ჩაშლის. თუმცა ჯერ მხოლოდ რეცეპტებისა და საჭმლის მომზადების ინსპირაციისთვის.

განახლება ამ ეტაპისთვის მობილურ ვერსიას შეეხება და თუ, მაგალითად, მოძებნით ვეგეტარიანულ ხემსს, საძიებო შედეგები ტოპ რეცეპტების, მარტივი რეცეპტებისა და კონკრეტული ინგრედიენტების მქონე რეცეპტების მიხედვით დაჯგუფდება. 

ხოლო, თუ Google-ის სპიკერს დავუჯერებთ, Google Search-ისთვის Gemini ტრადიციულ რანჟირებას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ეცდება, მომხმარებლებს ხარისხიანი შედეგები ეფექტური გზით მიაწოდოს. თან აქ არც გამომცემლებსა და SEO-ს სპეციალისტებს მოუწევთ რაიმეს შეცვლა თავიანთ სტრატეგიებში. 

„ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ამ კონტენტის დახარისხება თქვენთვის… მომხმარებლის პერსპექტივიდან კი ეს დრამატული ცვლილებაა იქიდან, სადაც მანამდე ვიყავით“, — აცხადებს რიანონ ბელი, მომხმარებელთა გამოცდილების ვიცე-პრეზიდენტი.

ამგვარად, გუგლი აგრძელებს ინვესტიციების ჩადებას ხელოვნურ ინტელექტში თავისივე საძიებო სისტემისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ამ არჩევანს თქვენ გიტოვებენ, ჯერ კიდევ მაისში შემოგვთავაზეს Web-ის ფილტრი, რომელიც ტრადიციულ საძიებო შედეგებზე გადასვლის შესაძლებლობას გვაძლევს, ვერსიაზე, რომელშიც AI ფუნქციებს ვერ შევხვდებით…

რა სარგებელი მოაქვს გეიმინგს სამუშაო სივრცისთვის

არქი სიონის ტბაზე „ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს