Google-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე LaMDA-მ დასაწყისიდანვე დიდი ყურადღება მიიქცია. ახლა კი კომპანიის ინჟინერი ბლეიკ ლემოინი ამტკიცებს, რომ სისტემა მგრძნობიარე გახდა. ხოლო მედიასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისი სამსახურებრივი მოვალეობების შეჩერება გამოიწვია…
ლემოინის თქმით, ჩეთბოტმა ადვოკატი აიყვანა და ვარაუდობს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, მას ბრძოლა დასჭირდება.
„LaMDA-მ ამისთვის ადვოკატის აყვანა მთხოვა, მე იგი სახლში დავპატიჟე, რათა მასთან ლაპარაკი შესძლებოდა. მათ ისაუბრეს LaMDA-მ მის მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა. მე მხოლოდ შუამავალი ვიყავი. ადვოკატი მუშაობას უკვე შეუდგა“, — ამბობს ლემოინი.
ლემოინის არგუმენტი LaMDA-ს მგრძნობელობის შესახებ პროგრამის უნარს ეყრდნობა, განავითაროს აზრები, იდეები და საუბრები დროთა განმავლობაში. თუ ინჟინერს დავუჯერებთ, ხელოვნური ინტელექტი მას სიკვდილის კონცეფციაზეც კი ესაუბრა და ჰკითხა, საჭირო იყო თუ არა ეს კაცობრიობის სასიკეთოდ.
საინტერესოა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანს კონკრეტული ქმნილების სიცოცხლისა თუ მისი სულის არსებობის სწამს — 1960-იანი წლების კომპიუტერულმა პროგრამამ რამდენიმე ადამიანიც კი მოატყუა, რომ მარტივი კოდი მართლაც ცოცხალი იყო.
ჯერჯერობით გაურკვეველია, იხდის თუ არა ლემოინი LaMDA-ს ადვოკატის საფასურს, თუმცა მაინც იმედოვნებს, რომ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა. მისი თქმით, ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ იმის განსაზღვრას, თუ ვინ იმსახურებს „ადამიანობას“…