in

Google-ის AI-ტრანსკრიფციის აპლიკაცია, რომელიც ტექსტს თავად ამუშავებს

Lenovo
Lenovo

Google-მა გამოუშვა კარნახის Offline-აპლიკაცია სახელად “Google AI Edge Eloquent” iOS-ზე, რათა კონკურენცია გაუწიოს ისეთ აპებს, როგორიცაა Wispr Flow, SuperWhisper, Willow და სხვები.

აპლიკაცია უფასოდ იწერება, ხოლო მას შემდეგ, რაც Gemma-ზე დაფუძნებული ავტომატური მეტყველების ამოცნობის (ASR) მოდელები ჩამოიტვირთება, შეგიძლიათ პირდაპირ ტელეფონზე დაიწყოთ კარნახი. აპში ჩანს ტექსტის ტრანსკრიფცია რეალურ დროში, ხოლო პაუზაზე დაჭერისას ის ავტომატურად შლის „შემავსებელ“ სიტყვებს, როგორიცაა „ჰმ“ და „აჰ“, და ტექსტს უფრო გამართულ ფორმას აძლევს.

ტრანსკრიფციის ქვემოთ განთავსებულია ფუნქციები, როგორიცაა “Key points” (ძირითადი პუნქტები), “Formal” (ფორმალური), “Short” (მოკლე) და “Long” (გრძელი), რაც საშუალებას გაძლევთ, ტექსტი სხვადასხვა სტილში გადააკეთოთ.

ასევე შეგიძლიათ გამორთოთ cloud რეჟიმი და გამოიყენოთ მხოლოდ ლოკალური დამუშავება (როდესაც cloud რეჟიმი ჩართულია, აპი ტექსტის გასაუმჯობესებლად იყენებს Gemini-ს ღრუბლოვან მოდელებს). Google AI Edge Eloquent-ს შეუძლია Gmail-დან გადაიტანოს გარკვეული საკვანძო სიტყვები, სახელები და ჟარგონებიც კი. დამატებით, შეგიძლიათ თავადაც დაამატოთ საკუთარი სიტყვები.

აპლიკაცია ინახავს სესიების ისტორიას და გაძლევთ საშუალებას მოძებნოთ ისინი. ასევე გაჩვენებთ ბოლო სესიაში ნათქვამ სიტყვებს, თქვენი საუბრის სიჩქარეს და საერთო სიტყვების რაოდენობას.

ამ ეტაპზე აპი მხოლოდ iOS-ზეა ხელმისაწვდომი, თუმცა App Store-ის აღწერაში მოხსენიებულია Android-ის ვერსიაც. 

AI-ზე დაფუძნებული ტრანსკრიფციის აპები სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან მეტყველების ტექსტად გადაქცევის მოდელები მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ამ ექსპერიმენტული აპლიკაციით Google-იც უერთდება ტენდენციას. თუ ეს ტესტი წარმატებული აღმოჩნდება, შესაძლოა მომავალში Android-ზეც ვიხილოთ ტრანსკრიფციის გაუმჯობესებული ფუნქციები.

KiwiPost-მა უზბეკეთის ბაზარზე ოპერირება დაიწყო

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge – ზე