in

Google-ის ახალი Nest Hub თქვენს ძილს დააკვირდება

ის ამისათვის Soli Radar-ს იყენებს და სრულებით არ საჭიროებს კამერას

Google-მა Nest Hub-ის მეორე თაობის გამოშვება დააანონსა. ის უკვე არსებული პროდუქტის იდენტური დიზაინითა და 7 ინჩიანი ეკრანით ხასიათდება, თუმცა განსხვავებულია მისი ბევრად დახვეწილი ხმა და რამდენიმე დამატებითი სენსორი. მთავარ ცვლილებას კი Soli Radar-ის ტექნოლოგიის გამოყენება წარმოადგენს, რომელიც ჰაერში, დისტანციურად მოძრავ ჟესტებს აღიქვამს და მომხმარებლის ძილს ადევნებს თვალყურს.

განახლებულ მოწყობილობას ე. წ. “დასწავლის ჩიპი” მოჰყვება, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლის მონაცემები პირდაპირ ტექნოლოგიას გადაეცემა და შესაბამისად, ჩვეულ ბრძანებებზე რეაგირება უფრო სწრაფი ხდება.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ Soli Radar მთავარ სიახლეს წარმოადგენს. Google-მა შეძლო, მინიატურიზირებული რადარი ჩიპად ექცია და ელექტრონულ მოწყობილობაში მოსათავსებელ ზომამდე დაეყვანა. ადრეული განცხადებები კი გვპირდება, რომ მისი დახმარებით, Nest Hub ჩვენს დისტანციურ ჟესტებს ჩვეულებრივ აღიქვამს. კომერციალიზაციის პროცესში კომპანიას Soli-ს ლაბორატორიული პროტოტიპების შემცირება მოუწია და ახლა ის მხოლოდ მთელი მკლავით შესრულებულ ჟესტებს აღიქვამს.

ასევე, Pixel 4-ის მსგავსად, ეკრანს აქვს ღილაკი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ. თუმცა ჟესტების ფუნქცია ბევრად პრაქტიკულია, როდესაც ხელი დაკავებული ან უბრალოდ დასვრილი გაქვთ. ამასთან ერთად, მოწყობილობას Google ასისტენტის ფუნქციაც აქვს, რომელსაც სხვადასხვა დავალებებისთვის გამოიყენებთ, როგორიცაა მაგალითად, მუსიკის ჩართვა/გამორთვა.

Google ყოველთვიურ სააბონენტო მომსახურებაზე ოცნებობს

Nest Hub 2-ს არ აქვს კამერა, მაგრამ მაინც შეძლებს თქვენთვის თვალყურის დევნებას, ძილის პერიოდში. ამისათვის ის Soli-ს რადარს გამოიყენებს. ახალი “ძილის აღქმის” ფუნქცია გააანალიზებს, როგორ სძინავს ეკრანთან ყველაზე ახლო მყოფ ადამიანს, მისი მოძრაობისა და სუნთქვის საფუძველზე. მიკროფონს ხველისა თუ ხვრინვის დაფიქსირება შეუძლია, ხოლო გარემოს სინათლისა და ტემპერატურის სენსორები ოთახის მდგომარეობას გააკონტროლებს.

დილას კი გეცოდინებათ, რამდენად კარგად გამოიძინეთ. ძილის რეზიუმე Nest Hub-ის ეკრანზე იქნება ნაჩვენები. ასევე, შესაძლებელია Google Fit აპლიკაციასთან დაკავშირება, სმარტფონზე მონაცემების გასაზიარებლად.

ახალ Nest Hub-ს ჭკვიანი სახლის ახალი სტანდარტიც აქვს, სახელწოდებით “Project CHIP”. ის ჭკვიანი სახლის ახალი, დამატებითი სტანდარტების საბოლოო ჩამოყალიბებას ემსახურება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას გეგმავს კომპანია ზემოთხსენებულთან დაკავშირებით – როგორც იცით, Google უკვე აქტიურად და საკმაო წარმატებით იყენებს ჭკვიანი სახლის მაკონტროლებელს, მთელი რიგი მახასიათებლებით. ამიტომ, გაუგებარია, რა ცვლილებას უნდა ველოდეთ.

მეორე თაობის Nest Hub-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Google Store-ში და მისი ღირებულება 99.99 დოლარამდეა.

როგორ გავიძლიეროთ ფოკუსირების უნარი?

აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ ,,ფემინას“ შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა