in

Google-მა Android 16 და ახალი ფუნქციები გამოუშვა 

მას შემდეგ, რაც ეფლმა WWDC 2025-ზე საოპერაციო სისტემის განახლებაზე ისაუბრა, გუგლმა პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი განახლებების ნაკრები შემოგვთავაზა: Android 16-ის ახალი ვერსია Google-ის Pixel სმარტფონების ხაზისთვის გამოდის. ამასთან, RCS-ის ჯგუფური ჩატი ემატება და Google Photos-ის ხელოვნური ინტელექტის რედაქტირების შემოთავაზებები. Google Wallet კი უკვე კორპორაციული ბეიჯების მხარდაჭერას შესთავაზებს მომხმარებლებს.

ახალი ვერსია ხელმისაწვდომობაზეა ფოკუსირებული და შეტყობინებებისა თუ კონტაქტების პერსონალიზება სურს. თუმცა, ზუსტად რას გვპირდება გუგლი, ეს ჯერ 

Android 16-ის, შემდგომ კი Pixel-ის განახლებებით გავიგოთ:

Android 16-ის განახლებები

ახლა Android 16-ზე iOS-ის სტილის live შეტყობინებებს ნახავთ რეალური დროის განახლებებისთვის, ოღონდ დაბლოკილ ეკრანზე. აქვე იქნება გუგლის ახალი Material 3 Expressive-ის დიზაინიც. ახალი ფუნქციები ქურდებისა და სკამერებისგან დაცვას გვპირდება, გაუმჯობესებული დაცვის რეჟიმი კი საჯარო ფიგურების კონფიდენციალურობაზე ზრუნავს. 

Android 16-ს Bluetooth Low Energy-იც (LE) დაემატა, რათა მისი გამოყენება ტელეფონის მიკროფონის ნაცვლად მოახერხოთ. ახალი ჩაშენებული საკონტროლო ღილაკების საშუალებით შეგიძლიათ, ტელეფონიდანვე აკონტროლოთ თქვენს მოწყობილობაზე ხმა. წლის ბოლოსთვის კი Android 16 პლანშეტებზე დესკტოპის სტილის ფანჯრების მხარდაჭერას შემოგვთავაზებს. კლავიატურის მალსახმობების დანერგვაც იგეგმება, რათა აპლიკაციის პოვნა თქვენით განსაზღვრული ღილაკებით შეძლოთ.

ამასობაში Google Messages-იც განახლდა, RCS ჯგუფური ჩატის გარდა, თქვენ შეძლებთ, სასურველი სიმბოლოები აირჩიოთ ან გათიშოთ შეტყობინებები კონკრეტული ჩატებიდან დროის გარკვეულ მანძილზე. 

Android 16 უკვე HDR სქრინშოთებსაც გაგვიზიარებს და შეტყობინებებსაც დააჯგუფებს, რათა ეკრანი ზედმეტად აღარ გადაიტვირთოს. Google Photos-ში კი ახალი ფუნქციების მთელი წყობა შეგხვდებათ, რაშიც რედაქტირების ხელსაწყოებიც მოიაზრება, მათ შორის წაშლა და გადაადგილება. 

Pixel-ის ივნისის ფუნქციები

გუგლმა ყოველთვიური ფუნქციების განახლებები გაგვაცნო, მათ შორისაა Pixel VIPs-ის ვიჯეტი, რომელიც საკონტაქტო სიიდან თქვენს ფავორიტებთან არსებული ინტერაქციების ნახვის შესაძლებლობას გთავაზობთ — თქვენს ბოლოდროინდელ ზარებსა და შეტყობინებებს ამ ადამიანთან, მათ შორის იმასაც, რომელიც WhatsApp-ზე მიიღეთ, დაბადების დღესაც კი შეგახსენებთ და ლოკაციასაც, თუ კონტაქტი თავად ისურვებს ამის თქვენთან გაზიარებას. 

Pixel-ის ტელეფონებზე ვიდეო კონტენტის და ლაივის ყურებისას უფრო დეტალურ ტიტრებს მიიღებთ — იმასაც კი გეტყვით, თუ ვინმე დაიჩურჩულებს…

ხოლო, ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, Google-ის Gboard-ის კლავიატურიდანვე შეძლებთ სასურველი სტიკერების დაგენერირებას. Recorder-ის აპლიკაციაში კი გუგლი AI შეჯამებებსაც შემოგთავაზებთ ფრანგულ და გერმანულ ენებზე. 

Pixel 8a-სა და უფრო ახალ მოწყობილობებს ბატარეის ჯანმრთელობის ინდიკატორიც დაემატება, Pixel 5-სა და შემდგომ მოდელებს კი ახალი ფუნქციები Magnifier-ის აპლიკაციის დახმარებით — შეგიძლიათ იმის აღსაწერად გამოიყენოთ, რასაც ეძებთ და აპლიკაცია იპოვის მას.

რაც შეეხება Enterprise Android-ის მომხმარებლებს, მათ Gemini-ის Google Docs-ში გამოყენება შეეძლებათ კონტენტის შეჯამებისთვის, ინსაითების მისაღებად და ტექსტის თარგმნისთვის…

იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრად 1GB ინტერნეტი მოყვება

Siri-ზე ისევ არაფერი ისმის?! — WWDC 2025