Google თავისი მობილური საოპერაციო სისტემის ბრენდინგს ცვლის და უკვე არა android-ს, არამედ Android-ს გვაცნობს, რასაც დროიდის განახლებული ლოგო მოსდევს 3D ავატარის სახით. ტექნოლოგიური გიგანტი ამბობს, რომ ახალი ლოგო ელემენტებს Material design-ის სისტემიდან იღებს, რათა მეტად შეესაბამებოდეს გუგლის ბრენდინგს. ლოგოს შრიფტიც განახლებულია, შესაბამისად, ჩვენ ამ ცვლილებებს საოპერაციო სისტემების განახლებებშიც ვიხილავთ.
„გვწამს ჩვენი ბრენდის სისტემის და იმის, თუ როგორ წარმოვჩინდებით მსოფლიოში ვიზუალურად. როგორც Android, იგი უნდა ასახავდეს ანდროიდის ძირითად ეთოსს, რათა იყოს ღია და ინკლუზიური. სწორედ ამიტომ ვაზიარებთ ჩვენი ვიზუალური იდენტობის განახლებას, რომელიც უკეთაც წარმოადგენს ანდროიდის საზოგადოებას და მეტად სახალისოცაა“, — აცხადებს ჯეისონ ფორნიეი, Android-იდან.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპანია 4 ოქტომბერს ღონისძიებას მასპინძლობს, სადაც Pixel 8-ის შესახებ უნდა გამოაცხადოს და მეტად სავარაუდოა, რომ აქ ანდროიდის განახლებულ ბრენდინგს უფრო დეტალურად ვიხილავთ.