in

Android-ზე, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ახალი ფუნქცია დაემატა

Google-მა Android-ზე ორი ახალი ფუნქცია წარადგინა – სუბტიტრები რეალურ დროში (Live Transcribe) და ხმის გამაძლიერებელი (Sound Amplifier). ორივე მათგანის მიზანი სმენადაქვეითებული ადამიანების დახმარებაა. სუბტიტრების ფუნქციის გამოყენებით, სმენადაქვეითებული ადამიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, თანამოსაუბრის ნათქვამის წაკითხვას შეძლებს. მათი დიალოგი სმარტფონის ეკრანზე, რეალურ დროში გამოჩნდება. რაც შეეხება მეორე ფუნქციას – ხმის გამაძლიერებელს, ის სმენადაქვეითებულებს მოსმენილის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

ორივე ფუნქცია Pixel 3 სმარტფონებზე, პარამეტრების განყოფილებაში გამოჩნდება. ნებისმიერი ტიპის ანდროიდისთვის, სიახლის გადმოწერა Google Play Store-დანაც არის შესაძლებელი. ხმის გამაძლიერებლის გადმოსაწერად კი Android 9 Pie ოპერაციული სისტემით სარგებლობაა საჭირო.

360 გრადუსით ასახული ხელოვნება – პარიზის ციფრული მუზეუმი

LG-მ მოძრავი ტელევიზორი გამოუშვა