14
Mar
2019

Google-მა უსინათლოებისთვის აპლიკაცია შექმნა

14 Mar 2019

წინა წელს გუგლმა დააანონსა, რომ უსინათლოთათვის შექმნიდა აპლიკაციას, რომელიც მათ ორიენტირებაში დაეხმარებოდა. კომპანიამ მასზე მუშაობა დაასრულა და მისი გადმოწერა მობილურის – Pixel-ის მფლობელებს ამ კვირაში უკვე შეეძლებათ. აპლიკაციას Lookout ჰქვია. მას შეუძლია, წაიკითხოს საგნებსა და ეტიკეტებზე დატანილი ტექსტები, დაასკანეროს ბარკოდები და მოახდინოს ვალუტის იდენტიფიკაციაც.

mBank QR
mBank QR

როგორც კომპანია აცხადებს, აღნიშნული აპლიკაცია არ იქნება 100%-ით სრულყოფილი, მაგრამ იგი დროთა განმავლობაში დაიხვეწება. ასევე, გუგლის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ეს პროდუქტი მალე ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ Pixel-ისთვის, არამედ სხვა ბრენდის მობილურებისთვისაც.

გთავაზობთ აპლიკაციის დაანონსებასთან დაკავშირებულ ძველ კამპანიასაც:

 

განხილვა