in

როგორ გვეხმარება Google App ყოველდღიურობაში?

ოდესმე გქონიათ ისეთი შემთხვევა, სიმღერა რომ გეცნობათ, მაგრამ მის სახელწოდებას ვერ იხსენებთ? ან სურსათის მაღაზიაში კონკრეტულ პროდუქტს ეძებთ, მაგრამ ზუსტი სახელი არ იცით? მსგავს სიტუაციებში Google App დაგეხმარებათ.

BOG

აპლიკაციის მრავალი ფუნქციის ხაზგასასმელად, Google Creative Lab და Google Brand Studio სარეკლამო სააგენტო Stink Studios-თან თანამშრომლობდნენ. ამ პარტნიორობის შედეგად შექმნილი ვიდეორგოლები კი ნათლად ასახავს, როგორ ეხმარება ტექნიკური გიგანტის ძალისხმევა მომხმარებლებს ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში; ასევე, როგორ გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ყველაფერზე, რაც გვაინტერესებს — ვიზუალურ თუ აუდიო კონტენტზე.

24 მოკლემეტრაჟიან რეკლამაში მოცემულია ყოველდღიური მომენტები, დაწყებული მომხმარებლებისა და სმარტფონების ურთიერთობით, დასრულებული Google App-ის გამოყენებით, როგორც სხვადასხვა კონტექსტის ყველაზე გამოსადეგი აპლიკაციის.

საიმედოობა, როგორც ყველა გუნდის საყრდენი ძალა

როგორ გვეხმარება ბრენდის ქონა კრიზისის დროს?