11
Nov
2019

Google vs Apple & Samsung

11 Nov 2019

Google ამერიკულ, პორტატული ტექნოლოგიების მწარმოებელ Fitbit-ს ყიდულობს. Euronews-ის ცნობით, გარიგების ღირებულება €2 მილიარდია.

ამით, Google, ტექნოლოგიურ გიგანტებს Apple-სა და Samsung-ს „უპირისპირდება“ – ფიტნესის „დივაისებისა“ და „სმარტ“ საათების ბაზარზე პოზიციების გამყარება სურს.

როგორც კი ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, მაშინვე გაჩნდა კითხვები პირადი და დაცული მონაცემების შესაძლო გავრცელებაზე. Fitbit-ის წარმომადგენლების თქმით, ის არასოდეს ყიდის საკუთარი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას და შესაბამისად, ამ მონაცემებს Google-ის რეკლამისთვის ვერავინ გამოიყენებს.

იმავეს ადასტურებენ Google-შიც. მეტიც, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ Fitbit-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გადახედონ, შეცვალონ თავიანთი პირადი მონაცემები, ან საერთოდ წაშალონ ეს ინფორმაცია.

განხილვა