7
May
2019

Google ძებნის ფუნქციაში 3D აუგმენტურ რეალობას ამატებს

7 May 2019

Google ძებნის ფუნქციაში 3D აუგმენტურ რეალობას ამატებს, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, ონლაინ შოპინგისას ფეხსაცმლის მოზომვა სახლიდან გაუსვლელად შეგეძლებათ. ან, სურვილის შემთხვევაში, თქვენივე სასტუმრო ოთახში შეძლებთ ანიმირებულ ზვიგენს უმასპინძლოთ. სიახლის შესახებ ტექნოლოგიურმა გიგანტმა რამდენიმე წუთის წინ, საკუთარ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც კომპანიამ კონფერენციის მსვლელობისას გვაჩვენა, შეგიძლიათ მოძებნოთ მაგალითად, „თეთრი ზვიგენი“, ხოლო მის ანიმირებული გამოსახულებას პროგრამა თქვენს გარემოში, მობილურის კამერის დახმარებით დააინტეგრირებს.

შეგახსენებთ, რომ აუგმენტური რეალობა (AR) არის ტექნოლოგია, რომელიც ციფრულად დამუშავებულ ინფორმაციას – გამოსახულებებს, ხმას, სურათებს რეალურ ცხოვრებაში აინტეგრირებს, ისე, რომ მას და ადამიანებს შორის ინტერაქცია მარტივად, ვერბალურად თუ სხეულის საშუალებით შედგეს. აუგმენტური რეალობის დახმარებით ციფრულ სამყაროში არსებული ინფორმაცია რეალურ დროსა და სივრცეში გადმოინაცვლებს და ხელშესახები ხდება (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).

ღონისძიება I/O-ზე, Google-მა რამდენიმე მაგალითი წარმოადგინა, თუ როგორ შეიძლება აუგმენტურმა რეალობამ ძიებისას იმუშაოს. რამდენიმე მათგანი ვიდეოშია მოცემული:

სავარაუდოდ, 3D AR ობიექტები საძიებო სისტემაში მიმდინარე წელს გამოჩნდება, დეველოპერებს კი საკუთარი ობიექტების დამატება მარტივად შეეძლებათ.

განხილვა