ყიდვის გადაწყვეტილების მიღება თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებისთვის ყველაზე რთული რომ არის, შესაბამისი ტონისა თუ ჩრდილის პოვნა თქვენთვის გამოწვევასაც რომ შეიძლება ჰგავდეს, ეს გუგლმაც იცის. სწორედ ამიტომ, 3 წლის წინ AR ხელსაწყოები შემოგვთავაზა, რომლებიც შოპინგის მოყვარულებს საშუალებას მისცემს, მარტივად და თავდაჯერებულად გამოცადონ მათთვის სასურველი პროდუქტები.
ასე გავიგეთ, რომ შემოდგომის ყველაზე პოპულარული ფერი ჟოლოსფერ-მოწითალო ტუჩსაცხებია — ისეთი, როგორიცაა MAC-ის Matte Lipstick in Chili, „მტვრიანი ვარდისფერი“ და მეწამული თვალის ჩრდილები — Urban Decay’s Naked 3 Palette. მეტიც, ყველაფერი კიდევ უფრო გამარტივდება, რადგან AR beauty მობილურ ბრაუზერებზეც დაემატება, რაც მოიცავს ახალ გზებს, რათა გამოცადოთ თმის ფერი და ტონალური კრემი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ბრენდებს AR-თან ერთად რეკლამირების საშუალებას მისცემს.
ახალი გზები თმის ფერისა და ტონალური კრემის გამოსაცდელად
ტუჩებს, თვალებსა და ტონალურ კრემს ახალი კატეგორია ემატება და ეს თმის ფერია. მაგალითად, თუ სახლიდან გადაწყვეტთ ყიდვას, შეგიძლიათ L’Oreal-ის სხვადასხვა ფერი გამოცადოთ თმაზე, იმ მოდელზე, რომელიც თქვენი მსგავსია. მალე კი Splat-ისა და Revlon-ის ბრენდებიც იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ტონალურს, ამის შესაძლებლობა ადრეც გვქონდა, თუმცა სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ტონალური კრემის 148 მოდელის ნაკრების დათვალიერებასთან ერთად გექნებათ შესაძლებლობა, ეს ვირტუალურად საკუთარ თავზეც ნახოთ. უბრალოდ მოძებნეთ ტონალურის ტიპი და სახელი, აირჩიეთ პროდუქტი, რომლითაც დაინტერესებული ხართ და დააკლიკეთ Try on-ს.
AR Beauty ბრენდებისთვის
ეს სიახლე მთლიან ინდუსტრიაზე დადებითად აისახება. გუგლში AR Beauty-სთან ინტერაქციით ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ ბრენდის ვებგვერდზე და პოტენციურად მოქმედებენ — მაგალითად, ეძებენ ახალ პროდუქტს ან ყიდულობენ სასურველ ნივთს. გასულ წელს AR-ის ფუნქციის საძიებო ველში პოვნაც მეტად გამარტივდა, რითაც ბრენდებს საშუალება მიეცათ, მარტივად დაჰკავშირებოდნენ მომხმარებლებს, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ეძებდნენ.
დღეს კი უკვე 50-ზე მეტი ბრენდიდან შეგიძლიათ შეძენა. მარტო ბოლო 6 თვეში Covergirl-მა, Dior Beauty-მ, Fenty Beauty-მ, Laura Mercier-მა და Makeup by Mario-მ განათავსა თავიანთი კოლექციები, რათა ისინი გუგლის დახმარებით გამოცადოთ. ამგვარად, უკვე AR Beauty რეკლამებით ბრენდებს აქვთ ახალი გზა თავიანთი ტუჩისა და თვალის პროდუქტების გარეკლამებისთვის, რასაც მალე ტონალურიც დაემატება.
გამოდის, რეკლამის განმთავსებლებს ახალი ინკლუზიური გამოცდილების შეთავაზება შეუძლიათ; ამას დამატებული პროდუქტისთვის რელევანტური ინფორმაციები. მთლიანობაში, AR ფუნქციები ონლაინ შოპინგს უკეთეს გამოცდილებად აქცევს ყველასთვის, იქნებიან ეს მყიდველები თუ თავად ბრენდები.